ლევან დავითაშვილი - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ჩვენ ვაძლიერებთ ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობებს

მთავრობის სხდომაზე ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, გაზრდილი ექსპორტის პირობებში გამოწვევად რჩება სანდოობის და ხარისხის კონტროლის საკითხები.

„თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენ ვაძლიერებთ ლაბორატორიის შესაძლებლობებს. მოგეხსენებათ, ღვინის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის კონტროლის ხარისხის სისტემაში, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ღვინის ლაბორატორიული ანალიზების მაღალი სტანდარტის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით. ამასთან, ლაბორატორია შეძლებს სხვადასხვა ხარისხის იზოტოპის თანაფარდობის განსაზღვრას, რაც უზრუნველყოფს ღვინის წარმომავლობის დადგენას. ამ მონაცემთა ბაზის შექმნით, ქართული ღვინის კონტროლის კუთხით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ და გავზრდით სანდოობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„აღსანიშნავია, რომ შპს „ღვინის ლაბორატორიას“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე. ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდიკებით.

ლაბორატორიაში ყოველწლიურად ხდება კვლევის მეთოდების განახლება; დივერსიფიცირებული ბაზრების მოთხოვნების გათვალისწინებით მიმდინარეობს ღვინოების სხვადასხვა პარამეტრზე კვლევა.

2020 წლიდან, საინსპექციო და სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იზოტოპური კვლევა ფალსიფიკაციის თავიდან აცილებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება. შესაბამისად, ღვინის ლაბორატორია აღიჭურვება უახლესი აპარატურით და შესაძლებლობა ექნება აღნიშნული კვლევები ჩაატაროს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა