საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ ჩატარდეს

საქართველო ოფიციალურად დასახელდა კანდიდატ ქვეყანად, სადაც შეიძლება, ჩატარდეს კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, 5-8 ოქტომბერს საფრანგეთში, ქალაქ რეიმსში - გაიმართა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) საიუბილეო, 50-ე გენერალური ასამბლეა.

„სიმბოლურია, რომ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია 50 წლის წინ სწორედ ამ ქალაქში დაფუძნდა.

საიუბილეო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა, წარადგინა განაცხადი, რომ კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2022“ საქართველოში ჩატარდეს. ასამბლეამ საქართველო კანდიდატ ქვეყანად უკვე ოფიციალურად დაასახელა.

ამ პატივის მოსაპოვებლად საქართველოს მეტოქეები არიან: საფრანგეთი, ახალი ზელანდია და ლატვია. საბოლოო ხმის მიცემა 13 დეკემბერს გაიმართება“, - აღნიშნულია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს