საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  - იმ შემთხვევაში,  თუ  ილია ჯიშკარიანს   სასამართლო  პატიმრობას შეუფარდებს,  მას საკრებულოს  დეპუტატის მანდატი შეუჩერდება

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლო წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს, მას საკრებულოში დეპუტატის მანდატი შეუჩერდება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განუცხადა.

„ სტატუსის შეჩერება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე განხილვაშია, მაგრამ პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. იურიდიულ საკითხთა კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს, საკრებულო უჩერებს უფლებამოსილებას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობა არის შეჩერების საფუძველი. რაც შეეხება შეწყვეტას - დეპუტატის მანდატი წყდება მას შემდეგ, რაც კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი და პირი დარჩება, სასამართლოს ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, პატიმრობაში. თუ პირი დარჩა პატიმრობაში მას შეუწყდება მანდატი. შეჩერებული მანდატის დროს, რა თქმა უნდა, დეპუტატს ხელფასი არ ერიცხება. რაც შეეხება სამაჟორიტარო ოლქს: თუ ილია ჯიშკარიანი სასამართლომ ხვალ პატიმრობაში დატოვა, ისანი ცოტა ხანი დარჩება მაჟორიტარის გარეშე, სანამ გაირკვევა დამნაშავეა თუ არა ის. თუ ბრალი არ დაუმტკიცდა, შეჩერებული სტატუსი მომენტალურად აღუდგება“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის აღკვეთ ღონისძიებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. ხვალინდელ პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა