ორხევში მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ორხევში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულის თქმით, კონფლიქტი ფინანსური დავის გამო დაიწყო. მისივე ინფორმაციით, მამაკაცი პერიოდულად ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა.

დაცვის მხარე, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას არ ეთანხმება. ადვოკატ იმედა ქარქაშაძის თქმით, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"ბრალდებულს არ ჰქონია მკვლელობის განზრახვა. ჩვენ არ ვეთანხმებით, ბრალდების მხარის პოზიციას. სამწუხაროდ, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ცხადია, გავასაჩივრებთ. რაც შეხება მიმალვის საფრთხეს, არსებობს სხვა სახის ღონისძიებები, როგორიცაა პასპორტის ჩამორთმევა, რის შემდეგაც ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა. ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან და მან თავად აღიარა ჩადენილი დანაშაული“, - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.

საქმის პროკურორის მიხეილ ჩხეიძის მტკიცებით კი, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

„როდესაც პოლიციაში გამოცხადდა განაცხადა, რომ მან მკვლელობა ჩაიდინა და შესაბამისად, დაკავებულია განზრახ მკვლელობისთვის. ამრიგად, დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბრალდებული გამოცხადდა პოლიციაში და მას ეგონა, რომ მხოლოდ დაჭრილი იყო ეს პიროვნება, არის სიცრუე. ზედაპირული დათვალოერების შედეგად მოკლულს 5 ჭრილობა აღენიშნება. ცხედრის დათვალიერების შემდეგ, დადგინდა რომ სიცოცხლისთვის საშიშ მიდამოებშია მიყენებული ჭრილობები“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ.

წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ცნობისთვის, მკვლელობა 9 სექტემბერს, ორხევში, მუხაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ორხევში მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?