კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძის სახლის მშენებლობაზე - დარწმუნებული ვარ, ჩემი უწყება უკანონოს არაფერს გააკეთებს

დარწმუნებული ვარ, ჩემი უწყება უკანონოს არაფერს გააკეთებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, წყნეთში მიმდინარე ერთ-ერთ მშენებლობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტი თბილისის მერისგან დაინტერესდა, იცნობს თუ არა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლის მშენებლობის საკითხს, რომელიც როგორც დავით ნარმანიას მერობის, ასევე კახა კალაძის მმართველობის პირობებში დაჯარიმდა, თუმცა მშენებლობა მაინც გაგრძელდა.

როგორც კალაძემ განაცხადა, კონკრეტულ საკითხს არ იცნობს, თუმცა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონის შესაბამისასდ იმოქმედებს.

„ზეპირად ხომ არ მეცოდინება თბილისში რამდენი სახლი და კორპუსი შენდება? კონკრეტულად ამ საკითხზე საქმის კურსში არ ვარ. არ ვიცი, რა მშენებლობა მიმდინარეობს. გავიგებ, მოვიკითხავ. დარწმუნებული ვარ, ჩემი უწყება უკანონოს არაფერს გააკეთებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რასაც მეუბნებით, შეიძლება თქვენ ცრუობთ. ჩემი უწყების გადაწყვეტილებებში ყოველთვის ვარ დარწმუნებული და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. თუ ეს მართალი იქნება, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა