თამთა თოდაძე - იმედგაცრუებული ვარ, პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს

იმედგაცრუებული ვარ. პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ გამოდის, რომ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, - ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თოდაძის თქმითვე, საქმეში ძალიან ბევრი ნივთმტკიცებაა, რომელიც ილია ჯიშკარიანის ბრალს ადასტურებს.

„მე იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის ველიდან გავდივარ. პირიქით - ეს მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ მეტად ვეცადო ჩემი სიმართლის დამტკიცებას. საქმეს ძალიან ბევრი მასალა აკლია, რაც აუცილებლად დაემატება და რაც გამოძიებისთვის იქნება საჭირო, ყველაფერი თანდართული იქნება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პროკურატურას შეეძლო, რომ უფრო სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არის ძალიან მყარი, საქმეში არის ძალიან ბევრი ნივთმტკიცება, რომელიც ადასტურებს ილია ჯიშკარიანის ბრალს, შესაბამისად, იმედგაცრუებული ვარ პროკურატურისგან, რადგან მისგან მოველოდი ჩემი უფლებების დაცვას, თუმცა მე აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

საქმის მასალებს რომ გადავხედე, გამოძიება დაიწყო ძალიან გვიან. აქაც ჩანს გავლენის სფერო. უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო ბატონი ილია ჯიშკარიანი, ასე არ მოხდებოდა, თუმცა მოხდა. არ მოველოდი პროკურატურისგან, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით იქნებოდა გირაო შეფარდებული,“ - განაცხადა თოდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თამთა თოდაძე - იმედგაცრუებული ვარ, პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს

იმედგაცრუებული ვარ. პროკურატურა ჩემს ინტერესებს უნდა იცავდეს, მაგრამ გამოდის, რომ ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, - ამის შესახებ საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თოდაძის თქმითვე, საქმეში ძალიან ბევრი ნივთმტკიცებაა, რომელიც ილია ჯიშკარიანის ბრალს ადასტურებს.

„მე იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის ველიდან გავდივარ. პირიქით - ეს მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ მეტად ვეცადო ჩემი სიმართლის დამტკიცებას. საქმეს ძალიან ბევრი მასალა აკლია, რაც აუცილებლად დაემატება და რაც გამოძიებისთვის იქნება საჭირო, ყველაფერი თანდართული იქნება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პროკურატურას შეეძლო, რომ უფრო სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არის ძალიან მყარი, საქმეში არის ძალიან ბევრი ნივთმტკიცება, რომელიც ადასტურებს ილია ჯიშკარიანის ბრალს, შესაბამისად, იმედგაცრუებული ვარ პროკურატურისგან, რადგან მისგან მოველოდი ჩემი უფლებების დაცვას, თუმცა მე აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

საქმის მასალებს რომ გადავხედე, გამოძიება დაიწყო ძალიან გვიან. აქაც ჩანს გავლენის სფერო. უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო ბატონი ილია ჯიშკარიანი, ასე არ მოხდებოდა, თუმცა მოხდა. არ მოველოდი პროკურატურისგან, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით იქნებოდა გირაო შეფარდებული,“ - განაცხადა თოდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია