რუსთავის მერია საჯარო უწყებების PR სამსახურებში დასაქმებულების რაოდენობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო უწყებების PR სამსახურების სახელფასო ხარჯების თაობაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია გარკვეულ განმარტებებს და დაზუსტებებს მოითხოვს.

„ორგანიზაციის ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს, სახელმწიფო დაწესებულებებში, PR სამსახურების თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების და ამ კუთხით დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას. კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში, რუსთავის მერიის PR-ზე მუშაობს 16 ადამიანი.

აღნიშნული ინფორმაცია გარკვეულ განმარტებებს და დაზუსტებებს მოითხოვს. რეალურად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილებაში, ქალაქის მერიის PR-ზე მუშაობს ორი PR სპეციალისტი, აქედან ერთი განყოფილების უფროსია, ვებ გვერდის და სოციალური ქსელის ორი ადმინისტრატორი, ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი: ერთი ვიდეო და ერთი ფოტო-ოპერატორი, ერთი ვიდეო-მემონტაჟე და ერთი გრაფიკოსი. ეს ოთხი თანამშრომელი, რომლებიც პასუხს აგებენ განყოფილების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, არიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი თანამშრომლები. ეს არის იმ თანამშრომლების ჩამონათვალი, რომლებიც რუსთავის მერიაში უშუალოდ PR-ის და მედიასთან ურთიერთობის კუთხით მუშაობენ.

რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს, რომელთა შესახებაც, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, არიან: მერიის ცხელი ხაზის ოთხი ოპერატორი, ამაზე ნაკლები ოპერატორის დასაქმება ცხელ ხაზზე, შრომის კოდექსთან მოდის შეუსაბამობაში, მერიის აპარატის ბიუჯეტთან ანგარიშვალდებული ერთი პირი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით მომუშავე ერთი და მერიის მოქალაქეთა მისაღების ერთი თანამშრომელი, რომლებიც მხოლოდ სტრუქტურულად ირიცხებიან რუსთავის მერიის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილებაში.

კვლევა, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, ასახავდა 2018 წლის მდგომარეობას, ინფორმაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ რუსთავის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს გაგზავნილი ჰქონდა 2018 წლის მარტში, თუმცა, ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილ წერილში კითხვა იყო დასმული არა იმ კუთხით, თუ რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული ქალაქის მერიის PR-ზე, არამედ მოთხოვნილი იყო ინფორმაცია განყოფილებაში საშტატო ერთეულით და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შესახებ”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში