ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამის პრეზენტაცია აჭარიდან დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, კოდექსის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამები ქობულეთის, ბათუმის და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოქალაქეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ოჯახის გაძლიერების, განათლების, ჯანდაცვის და ძალადობის პრევენციის პროგრამების მიმართ.

„ჩვენი საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს არა მარტო მოქალაქეების ინფორმირებას კოდექსის შესახებ, არამედ მათ ჩართულობას პროგრამების შერჩევაში, რადგან ადგილობრივებზე უკეთ არავინ იცის რა საჭიროებები აქვთ მათ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ, ეს კამპანია აჭარიდან დავიწყეთ და მთელს საქართველოს მოვივლით. თითოეულ რეგიონს ვკითხავთ, რომელი პროგრამებია მათთვის უპირატესი“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებმა სპეციალური კითხვარი შეავსეს, სადაც 10 მთავარი პროგრამიდან, რამდენიმე მათთვის სასურველი სერვისი შეარჩიეს.​

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი