გაზეთი „კვირის პალიტრა“ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების ჩვენებებს აქვეყნებს

გაზეთი „კვირის პალიტრა“ რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს აქვეყნებს.

კერძოდ, ექსკლუზიურად მოპოვებული, მიხეილ ღებიანურის ჩვენების თანახმად, გამტაცებლებსა და მუმლაძეს შორის მანქანაში, სადაც მას თავისუფლება აღუკვეთეს, მცირე საუბარი შედგა. როგორც ღებიანური ყვება, დავით მუმლაძეს უხაროდა, რომ პოლიციელებთან ერთად იყო, ვინაიდან მას მტრები ჰყავდა და მათ ხელში აღმოჩენა არ უნდოდა.

"მიროტაძე WhatsAPP-ით დამიკავშირდა და მითხრა, მოუკლავთო ის ბიჭი ასათიანს და ჯღარკავას. როდესაც იმ პირს უკანონოდ აღვუკვეთეთ თავისუფლება, ის გზაში გვეუბნებოდა, რომ გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები და არა სხვა პირები. მისი განმარტებით, მას ჰყავდა მტრები, ახსენებდა ვიღაც ზურას, რომელსაც რაღაც ენები მიუტანეს და გადაკიდებული იყო მასზე“, - აღნიშნავს ჩვენებაში პოლიციელი.

ამასთან, სამართალდამცველების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ აღნიშნულ საქმეში გარკვეული თანხაც აიღეს.

„4 000 ლარიდან 1.600 ლარი ვალი გავისტუმრე. 900 ლარით დავფარე მინიკრედიტის ვალდებულება, 900 ლარი ასევე გადავიხადე „ლიბერთი ბანკში“, 200 ლარი ვალი დავუბრუნე ჩემს მეგობარ ლევანს, რაც შეეხება 200 ლარს, ვიყიდე სურსათი...“, - ამბობს მიხეილ ღებიანური.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა შსს-ს ცნობით დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„კვირის პალიტრის” სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა