თამთა თოდაძის ადვოკატი დღეს გამომძიებლებისა  და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

საკრებულოს თანამშრომლის, თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა გამომძიებლებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით დღეს დღის მეორე ნახევარში პროკურატურას მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლუკავამ განუცხადა, დაზარალებულის დაცვა დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს და გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინციდენტის შემდეგ, ილია ჯიშკარიანის ოფისში პირველად მივიდნენ.

„რამდენიმე შუამდგომლობით უკვე მივმართეთ პროკურატურას, მაგალითად, თამთა თოდაძის ტელეფონთან დაკავშირებით, რომელიც ამ დრომდე დაკარგულია. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ასევე, სამშაბათს მივმართავთ შუამდგომლობით პროკურატურას, რომ დაკითხონ ის გამომძიებლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. ნაწილი უკვე გამოკითხულია, თუმცა ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. გამომძიებლები, პოლიციის უფროსი და მოადგილე ადგილზე იმყოფებოდნენ და გვსურს, ვინც უშუალოდ იყო შემთხვევის ადგილზე, ყველა გამოიკითხოს. ძალიან ბევრი პირია გამოსაკითხი. თვითონ თოდაძესაც არ ახსოვს ზუსტი რაოდენობა. თუმცა, ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, კრიმინალური პოლიცია, პოლიციის უფროსი და ძალიან ბევრი პირი“, - განაცხადა ლუკავამ.

ცნობისთვის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თოდაძე პროკურატურას დაზარალებულად ჰყავს ცნობილი.

იხილეთ ვიდეო: თამთა თოდაძის ადვოკატი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თამთა თოდაძის ადვოკატი დღეს გამომძიებლებისა  და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

საკრებულოს თანამშრომლის, თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა გამომძიებლებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით დღეს დღის მეორე ნახევარში პროკურატურას მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლუკავამ განუცხადა, დაზარალებულის დაცვა დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვს და გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პოლიციელები, რომლებიც ინციდენტის შემდეგ, ილია ჯიშკარიანის ოფისში პირველად მივიდნენ.

„რამდენიმე შუამდგომლობით უკვე მივმართეთ პროკურატურას, მაგალითად, თამთა თოდაძის ტელეფონთან დაკავშირებით, რომელიც ამ დრომდე დაკარგულია. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ასევე, სამშაბათს მივმართავთ შუამდგომლობით პროკურატურას, რომ დაკითხონ ის გამომძიებლები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. ნაწილი უკვე გამოკითხულია, თუმცა ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. გამომძიებლები, პოლიციის უფროსი და მოადგილე ადგილზე იმყოფებოდნენ და გვსურს, ვინც უშუალოდ იყო შემთხვევის ადგილზე, ყველა გამოიკითხოს. ძალიან ბევრი პირია გამოსაკითხი. თვითონ თოდაძესაც არ ახსოვს ზუსტი რაოდენობა. თუმცა, ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, კრიმინალური პოლიცია, პოლიციის უფროსი და ძალიან ბევრი პირი“, - განაცხადა ლუკავამ.

ცნობისთვის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თოდაძე პროკურატურას დაზარალებულად ჰყავს ცნობილი.

იხილეთ ვიდეო: თამთა თოდაძის ადვოკატი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია