საქართველოში 6 სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, 4 სკოლაში კი მხოლოდ თითო-თითო ბავშვი სწავლობს

საქართველოში ექვს სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, - დაბალკონტიგენტიანი სკოლების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები ძირითადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, წყალტუბოს, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, სადაც „0 ბავშვი ირიცხება“.

უფრო კონკრეტულად, არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევის საჯარო სკოლას, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილისა და სოფელ ხანდოს საჯარო სკოლას, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენას საჯარო სკოლას.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში „ინტერნპრესნიუსს“ განუცხადეს, ექვსივე სკოლა ბავშვთა მიმართვიანობის შემთხვევაში, ფუნქციონირებას განაახლებს.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მდებარეობს 4 სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. ეს სკოლებია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტეის სოფელ ნამანევის საჯარო სკოლა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურების საჯარო სკოლა, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის საჯარო სკოლა.

ასევე, ჯამში 30 მოსწავლე და ნაკლები სწავლობს საქართველოს მასშტაბით 291 საჯარო სკოლაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში 6 სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, 4 სკოლაში კი მხოლოდ თითო-თითო ბავშვი სწავლობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა