ირაკლი კობახიძე -  ვფიქრობ,  არჩევნებზე ასეთი სურათი შეიქმნება: “ქართული ოცნება” - 60%; “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” -20 %; დანარჩენი ოპოზიცია - 20 %

ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლმენტი არჩევნების შემდეგ არის: “ქართული ოცნება” - 60%; “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” -20 %; დანარჩენი ოპოზიცია - 20 %. “ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია”, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, “ ქართული ოცნება” არჩევნებზე გამარჯვებული პარტია იქნება. მან ასევე განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება თეორიულად კოალიციის შექმნის აუცილებლობა დადგეს.

“რაც შეეხება 45%-ს. ეს მარტივი არითმეტიკა იყო და არის მარტივი არითმეტიკა. საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც გვაძლევს პროგნოზირების საშუალებას, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. ჩვენ ვიცით, როგორია სპექტრი და ჩვენი ვარაუდით, დიდად არ შეიცვლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. არსებული სპექტრის პირობებში, გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 45 % მაინც უნდა აიღოს, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეპარება ეჭვი, რომ “ქართული ოცნება”2020 წლის არჩევნებში იქნება გამარჯვებული პარტია, თუმცა 45 % არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის: - “ქართული ოცნება” - 60%; “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” -20 %; დანარჩენი ოპოზიცია - 20 %. “ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, რა აძლევს მას აღნიშნული ციფრების დასახელების საფუძველს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის პროგნოზებში არსებითად არასდროს შემცდარა.

ამასთან, ირაკლი კობახიძე არ ასახელებს კოალიციის შექმნის შემთხვევაში, ვისთან ითანამშრომლებს “ქართული ოცნება”. ამასთან ის ამბობს, რომ “ქართული ოცნება” გამორიცხავს თანამშრომლობას “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ევროპულ საქართველოსთან” და ყველა იმ პარტიასთან, რომელიც ღიად უპირისპირდებიან ქვეყნის დასავლურ მიზნებს. კობახიძე თქმით, “ქართულ ოცნებას” “მარჩიელობა აღარ დასჭირდება” და არჩევნების შემდეგ შეძლებს ისეთი შედეგის მიღებას, რომელიც კოალიციის შექმნის აუცილებლობას აღარ გახდის.

“სხვადასხვა არჩევნების დროს ყოველთვის ვაკეთებდი პროგნოზებს არჩევნების წინ და ამ პროგნოზებში არსებითად არასდროს შევმცდარვარ. შესაბამისად, ჩვენ არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეგვიძლია. რაც შეეხება 45 %-ს, ეს არის მათემატიკა, არის პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც “ქართული ოცნებისთვის” კოალიციის შექმნა არის შესაძლებელი. ამ კალკულაციით თუ წავალთ, გამოდის, რომ 45% მაინც უნდა მიიღოს გამარჯვებულმა პარტიამ და ის აუცილებლად იქნება “ქართული ოცნება”. საუბარია თეორიულ გათვლაზე, რა შემთხვევაში შესაძლებელია კოალიციის შექმნა”, - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გუშინ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

„ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში, თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. ანუ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ამის თქმის საფუძველს დღევანდელი სურათიც აძლევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა