„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტია იაფი მედიკამენტების დარიგებას განაგრძობს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბაზარზე მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ მასშტაბურ კამპანიას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პროგრამა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტს და საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითღირებულებაში გადაცემას გულისხმობს. დაინტერესებული პირები წამლებს, ქართულ აფთიაქებთან შედარებით, 1/3 ფასში მიიღებენ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ, პროგრამის ფარგლებში პრეპარატი „პრესტანსი“ გოდერძიშვილების ოჯახს პირადად გადასცა. მოქალაქემ მედიკამენტი „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონულ აფთიაქში 12.58 ლარად შეიძინა.

„თავისუფალი საქართველო ამჟამად იაფი მედიკამენტების პროგრამას საპილოტე რეჟიმში ახორციელებს, რაც ერთეული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების საცალო, სადემონსტრაციო მიწოდებას გულისხმობს. ამასთან, 16 ოქტომბერს იწურება ვადა განცხადებაზე, რომლითაც პარტიას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის და რეალიზაციის ნებართვა აქვს მოთხოვნილი. შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მსურველს მოამარაგებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო