20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და კიდევ 3 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის და 2 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასევე ბეჟან ლორთქიფანიძის, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. პროცესზე შესავალ სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს. დღეს ადვოკატს ექნება შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე არიან დაკავებულები.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს