კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა

კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმშიც წარმატებით გაუშვა. შედეგად, პოტენციური საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალიზებული პროგრამა ჟინვალჰესის კაშხლის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს სირენების მეშვეობით წინასწარ გააფრთხილებს.

პროექტზე მუშაობა კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ 2018 წლის დასაწყისში იტალიელ პარტნიორებთან „CAE” და „FIELD“-თან ერთად დაიწყო.

როგორც კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკის“ დირექტორი ირაკლი გაგუა აცხადებს, სირენები 5 სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული. სპეციალიზებული პროგრამა სენსორებიდან ინფორმაციას იღებს და აანალიზებს. სტანდარტული მონაცემების ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში კი პროგრამა ავტომატურად რთავს სირენებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ განათავსა არაგვისხევში, კერძოდ, ჟინვალჰესისა და ბოდორნა ჰესის მონაკვეთზე სირენების სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ამავე კომპანიის მიერ დაყენებული სენსორების სისტემასთან. სპეციალიზებული პროგრამა ახორციელებს ჟინვალზე არსებული ყველა სენსორის ინფორმაციის კონტროლსა და შესწავლას. ამავდროულად, სისტემას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სმს-ისა და მეილის სახით გაავრცელოს ინფორმაცია ყველა საჭირო დეპარტამენტსა თუ სამთავრობო სტრუქტურაში, რათა შესაბამისი სტრუქტურები მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის ინფორმირებულნი იყვნენ“ , - განაცხადა ირაკლი გაგუამ.

ჟინვალჰესის ადრეული გაფრთხილების სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის ინჟინერი ზურაბ გორჯოლაძეც.

„კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკა“ გეგმავს, რომ მსგავსი პროექტები სხვა ობიექტებზეც განახორციელოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ქვეყნისა და მისი ენერგეტიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ზურაბ გორჯოლაძემ.

რაც შეეხება „ჰიდროდიაგნოსტიკას“, ის წამყვანი ქართული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2006 წელს ენერგეტიკისა და ენერგეტიკული სტრუქტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საფუძველზე დაარსდა. ის მომხმარებელს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სფეროში სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის წინასწარ შემოწმებას, დეტალური დიზაინის შექმნას, დაგეგმვასა და მშენებლობის ზედამხედველობას ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა