პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება

Impact Hub Tbilisi, "ტერა ბანკთან" ერთად აგრძელებს მეწარმეობის პოპულარიზაციას ბავშვებში და უკვე მეორე წელია ახორციელებს საბავშვო პროექტს „სტარტაპ ანბანი“. პროექტი 11-13 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და სახალისო, მარტივ ენაზე შედგენილ სატრენინგო კურსსა და მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს. პროფესიონალი მენტორების დახმარებით, პროექტის მონაწილეები საკუთარ იდეებს თამაშის მეშვეობით განავითარებენ და შექმნიან პროდუქტებს, რომლებსაც საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე თავადვე წარადგენენ.

„სტარტაპ ანბანში“ მონაწილეობა უფასოა, 20 კანდიდატი განაცხადების საფუძველზე შეირჩევა. მსურველთა აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია და მათი წარდგენის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.

“ბავშვებში მეწარმეობის უნარების განვითარება და ადრეული ასაკიდან საკუთარი საქმიანობის მოტივირება "ტერაბანკის" სოციალური პასუხისმგებლობის საინტერესო მიმართულებაა. თანაც, იგი ჩვენს სტრატეგიულ სეგმენტს - მცირე და საშუალო ბიზნესს უკავშირდება. “სტარტაპ ანბანის“ მხარდაჭერაში გასულ წელს ჩავერთეთ და წელსაც მას სიამოვნებით ვუერთდებით“, - აცხადებენ "ტერაბანკში".

„მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია ბავშვებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადრეულ ასაკში სამეწარმეო უნარების განვითარება, სამეწარმეო და ფინანსური წიგნიერების ამაღლება, სიახლეების შექმნის შიშის გადალახვა, ხელს შეუწყობს ბავშვებს მომავლაში შეიქმნან ის კარიერა, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს“, - განაცხადა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „სტარტაპ ანბანში“ მონაწილე ბავშვებმა საკუთარი იდეების საფუძველზე 10 რეალური პროდუქტი შექმნეს. მათ შორის იყო სამოტივაციო სტიკერები და პოსტერები, თიხის მრავალფეროვანი აქსესუარები, გეომეტრიული ფიგურების ფორმის ჩანთები, სამაჯურები, კალათბურთელებისა და ფეხბურთელების ნიღბები თუ კომიქსები და ა.შ. საშობაო გამოფენაზე ამ ნივთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 2150 ლარი შეადგინა.

„სტარტაპ ანბანის“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა 2 ნოემბერს ჩატარდება. პროექტში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://startupanbani.ge/

(R)

ხათუნა ლაგაზიძე - ვინც აირჩიეს, ის წავიდა და ვინც დარჩა, ისინი არ აურჩევიათ, პარლამენტის არალეგიტიმურობას პარლამენტში მარტო ოპოზიციის არარსებობა არ ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა