კახა კალაძე - პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა, არც დღეს არის. მას თავისი რეიტინგი აქვს. პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გადაცემაში კახა კალაძე „ქართული ოცნების“ რეიტინგზე საუბრობდა, რაზეც გადაცემის წამყვანმა შიდა გამოკითხვებთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკა და კონკრეტული ფაქტი შეახსენა, როცა „ქართულმა ოცნების“ მიერ დაკვეთილი გამოკითხვების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იმარჯვებდა, თუმცა, მეორე ტური დაინიშნა. პასუხად კალაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა.

„რა შუაშია საერთოდ სალომე.. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ყოფილა, არც დღეს არის. მას თავისი რეიტინგი აქვს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა,“-განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მათ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას იმიტომ დაუჭირეს, რომ მნიშვნელოვანი იყო, პრეზიდენტი ყოფილყო დამოუკიდებელი კანდიდატი, მხარდაჭერის კიდევ ერთი ფაქტორად კახა კალაძე მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გასვლით და იმით ხსნის, რომ ხსნის „პირდაპირ განცხადებებს ვისმენდით რევოლუციებთან, გადატრიალებებთან დაკავშირებით“.

კალაძე ამბობს, რომ მას სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეწყალებასთან დაკავშირებით არ მოსწონს.

„ძალიან არ მომეწონა მისი გადაწყვეტილებები შეწყალებებთან დაკავშირებით, მტკივნეული თემა იყო თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის. შემდეგი გადაწყვეტილება მორატორიუმი, ერთი მხრივ შეიძლება კარგი და სწორი იყოს, მაგრამ არის კატეგორია ადამიანების, ვისთვისაც შეწყალებით შეიძლება კარგი საქმე გააკეთო და მისცე ამ ადამიანებს შანსი კიდევ ცხოვრებაში. შეუცდომელი არავინ არის, ხომ? ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს მორატორიუმთან დაკავშირებით საკითხი, რომ იმ ადამიანებს, ვინც ელოდება ამ რესურსის გამოყენებას, რომ ხელი შევუწყოთ,“- აღნიშნავს კახა კალაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს