„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს. პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. ჯიპიაი ავტომობილების სტიქიისგან დაზღვევას მეხუთე წელია აფინანსებს და მსხვილი რისკებისგან დაზღვევას ფიზიკურ პირებს საჩუქრად სთავაზობს. პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში კომპანია მთავარ აქცენტს რეგიონებზე აკეთებს და სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევის გასავრცელებლად მასშტაბურ ქსელს ქმნის.

ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს - წყალდიდობას, ქარიშხალს, მეწყერს, დიდთოვლობას, მიწისძვრასა და ღვარცოფს.

სტიქიისგან უფასო ავტოდაზვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარება იყო. 4 წლის განმავლობაში ჯიპიაის პროგრამაში 95 000 ავტომფლობელი ჩაერთო, საჩუქრად გაცემული პოლისების საფუძველზე ჯიპიაიმ მხოლოდ წელს ასზე მეტ დაზღვეულს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: უკვე 4 წელია ავტომფლობელებს სტიქიისგან დაზღვევას საჩუქრად გადავცემთ, ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ზოგადად დაზღვევის ცნობადობა რეგიონებში ძალიან დაბალია. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი კონკრეტულად რეგიონებს მივუძღვნათ. ვქმნით ქსელს, რომ ჩვენი წარმომადგენლები თვითონ მივიდნენ თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში, იმისთვის რომ ამ სოციალურ პროგრამაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთოთ - ვაჩუქოთ დაზღვევა და მივცეთ საშუალება თავად დარწმუნდეს, დიდი ფინანსური რისკებისგან თავის დაცვა შესაძლებელია!“

კოკა მანჯგალაძე, სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი: ჩვენი მიზანია ცნობადობის ამაღლება ამ პროექტთან დაავშირებით. ვაპირებთ 62 რაიონში ვიყოთ მომავალში წარმოდგენილი და შევქმნათ დამატებით კიდევ 500 სამუშაო ადგილი.

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგებმა აჩვენა, რამდენად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტური სისტემის არსებობა. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სადაზღვევო მექანიზმებია. ჯიპიაი ჰოლდინგის სტიქიისგან დაზღვევა სწორედ ამ მექანიზმის შექმნის მცდელობაა.

კანდიდატებმა, ვისაც სურთ გახდნენ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ რეგიონალური წარმომადგენლები უნდა დარეკონ ჯიპიაის ცხელ ხაზზე 032 2505 111.

***

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით