გიორგი მიქაუტაძე -  იმდენად დიდია ეკა გიგაურის სურვილი,   სასამართლო  უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით აღარც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას უფრთხილდება

იმდენად დიდია ეკა გიგაურის სურვილი, სასამართლო სისტემა უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით აღარც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას უფრთხილდება და ყველა საშუალებით ცდილობს, რომ ამ მიზანს მიაღწიოს”, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ„ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„მშობლებზე და ნათესავებზე გადასვლა ძალიან უხერხულია. მე ვიცი, რომ მიხეილ ჩინჩალაძის ბაბუა იყო ძალინ დამსახურებული ადამიანი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბატონი მიხეილის დამსახურებაა?! ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ არ მოხდეს ცრუ ფაქტების გავრცელება. მე არ ვიცი, თქვენ გიგაურს უნდა ჰკითხოთ, მუშაობს თუ არა მიხეილ ჩინჩალაძის მამა სოციალური მომსახურების სააგენტოში. ვიცი რომ მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლე არ მუშაობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ამას გიდასტურებთ“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, მიხელ ჩინჩალაძის მამა, თამაზ ჩინჩალაძე 2016 წლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექსპერტ-კონსულტანტია; მისი მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი 2016 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი ანალიტიკოსია; მისი დედა, რუსუდან სამხარაძე 2015 წლიდან სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორია.

ცნობისთვის , საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები არის ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.

კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-2018 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს (კანონის მიხედვით, “ოჯახის წევრში” იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი)

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა