ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019

გია ხუხაშვილი - “2020-ში “ოცნება” შეიძლება ხელისუფლების მიღმა დარჩეს”

რატომ არ მისცა ივანიშვილმა გახარიას თურნავას გადაყენების უფლება

* * *

გია ხუხაშვილი - “2020-ში “ოცნება” შეიძლება ხელისუფლების მიღმა დარჩეს”

“რეალური პროგნოზი გამიჭირდება, რადგან პოლიტიკური მოზაიკა სრულად ჩამოყალიბებული არ არის. ელექტორატში ალტერნატიული ცენტრის მოთხოვნილებაა - არსებული პოლიტიკური ცენტრების ჯამური მაჩვენებელი, რომლებიც წლების განმავლობაში დომინირებდნენ პოლიტიკაზე - ვგულისხმობ “ქართული ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს”, - არ აღემატება 40%-ს. ამომრჩევლის 60% დღეს არჩევანის გარეშეა. ანა დოლიძე, მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი ვერ შეძლებენ ამ დეფიციტურ მოთხოვნაზე ღირსეული შეთავაზების გაკეთებას, რადგან ჯერ სტაბილურობა არ შეუძენიათ, პოლიტიკურ მოძრაობად არ ჩამოყალიბებულან”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი კობახიძე ანა დოლიძისგან ოქტომბრელის ნიშანს უნდა დაელოდოს” / გია ხუხაშვილი: “2020-ში “ოცნება” შეიძლება ხელისუფლების მიღმა დარჩეს”.

“მათი პოლიტიკური რეიტინგი დღეის მდგომარეობით განსაზღვრადი არ არის. რა თქმა უნდა, თეორიულად შანსი ძალიან მაღალია, მაგრამ რამდენად შეძლებენ სტააბულური რეიტინგის აკრეფას დღეს ამის თქმა რთულია. ყველაზე დიდი შანსი აქვს “ლელოს”, რადგან რესურსებით არის უზრუნველყოფილი და გარკვეული სამუშაოებიც ჩატარებული აქვს. ანა დოლიძესაც აქვს გარკვეული შანსები... ნულოვანი ბარიერის პირობებში მცირე პარტიები დიდი რაოდენობით აღმოჩნდებიან პარლამენტში - 2020 წელს ე.წ. უნაშთო არჩევნებია. აქედან გამომდინარე, ძალზე საინტერესო პროცესები იქნება უკვე პარლამენტს შიგნით. დღის წესრიგში დგება კოალიციის ფორმირების საკითხი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ირაკლი კობახიძე თავის მსჯელობაში 45%-დან ავიდა 60%-ზე. როგორც ჩანს, მას ექსკლუზიური არითმეტიკა აქვს. ჯობს ოქტომბრელის ნიშანს დაელოსოდს ანა დოლიძისგან... “ოცნების” დღევანდელი მდგომარეობა არანაირ საფუძველს არ ტოვებს, რომ 60%-ზე ვისაუბროთ. “ოცნება” არჩევნებს ერთადერთ შემთხვევაში მოიგებს: თუ პარტიები იმედს გაუცრუებენ ხალხს და არჩევანის გარეშე დატოვებენ და არჩევანი ისევ ორპოლუსიანი იქნება - “ქართული ოცნება” ან "ნაციონალური მოძრაობა" - ეს მოცემულობა არის ერთადერთი შანსი, რომ კობახიძის პროგნოზი მართლაც ახდეს”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.

“მე მაინც მგონია, რომ ორპოლუსიანი არჩევანის სცენარი, რისი გათამაშებისთვისაც ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ამ ეტაპზე არ გამოუვათ. პროპორციული არჩევნებიდან და ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, ბევრი პარტია შევა და აუცილებელი გახდება პოსტსაარჩევნო კოალიციის ჩამოყალიბება. რასაკვირველია. “ოცნებას”, როგორც პირველ ადგილზე გასულს (თუ პირველ ადგილზე გავა) ექნება პრემიერის დასახელების უფლება, მაგრამ თუ ამ კანდიდატს პარლამენტი არ დაუმტკიცებს და ჩაუგდებს, მაშინ პარლამენტის ერთ მესამედს ექნება ალტერნატიული მთავრობის ინიცირების უფლება”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ძალიან საინტერესო პოლიტიკური წელი გველოდება წინ... პოლიტიკაში საერთოდ ხიდები ბოლომდე არასდროს იწვება. შესაბამისად, ნებისმიერი ალიანსი შეიძლება ვიხილოთ. თუმცა ამ მხრივ “ქართულ ოცნებას” ყველაზე ნაკლების მანევრის საშუალება აქვს: იმიტომ, რომ ივანიშვილის მმართველობის მოდელი აბსოლუტურ ძალაუფლებაზე დგას. ის არანაირად არ არის მზად, რომ ძალაუფლება ვინმეს გაუყოს. ამ დაუოკებელმა სწრაფვამ ძალაუფლებისკენ “ქართულ ოცნებას” შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “რას გულისხმობთ?” - პასუხობს:

“იმას ვგულისხმობ, რომ შეიძლება ხელისუფლების მიღმა დარჩნენ. შეიძლება პარლამენტში შესულმა პარტიებმა მათ გარეშე შექმნან მთავრობა”.

რატომ არ მისცა ივანიშვილმა გახარიას თურნავას გადაყენების უფლება

“კალაძე ყველაზე ცუდი მერია, რომელიც კი თბილისს ოდესმე ჰყოლია - თავის ძმაკაცებსა და ახლობლებზე გადაფორმებული თბილისის ქონება, "არქიზე" თუ სხვებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები, ის კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებას, მაგრამ არის იმ ადამიანების, რომლებიც არიან კახა კალაძის მსხვილი შემომწირველები რათა გამხდარიყო მერი და ახლა ერთობლივად აკეთებენ ფულს - რა თქმა უნდა, თუ რამე კეთდება თბილისში, ყველაფერში არის კახი კალაძე წილში ჩასმული - წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას, რომელიც ერთხელ 15-მილიონიან პროექტს ვერ ასრულებს, არ შეიძლება გაუფორმო 43-მილიონიანი პროექტი...” - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა გახარიას თურნავას გადაყენების უფლება არ მისცა” / დიმიტრი ბიძინაშვილი: “კალაძის სიდედრმა მილიონ-ნახევრის ქონება იყიდა”.

“კახეთის გზატკეცილზე სადაც სათადარიგო გზა კეთდებოდა და 15 მლნ ლარი დაიხარჯა, კომპანიამ ვერ შესრულა ნაკისრი ვალდებულება, კახი კალაძემ ისევ ამ კომპანიას 43-მილიონიანი კონსტრაქტი გაუფორმა, რომელიც ეხება კახეთის ცენტრალურ გზატკეცილს. იგივე სიტუაციაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც სექტემბერში უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები და წლის ბოლომდეც ვერ მოესწრება. ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს გლდანში. ეს კომპანიები პირდაპირ არიან დაკავშირებული კალაძესთან და “ქართულ ოცნებასთან”. შესაბამისად, მათ არავინ სთხოვს პასუხს. ეს ხალხი არის “ქართულ ოცნებისა” და კალაძის შემომწირველი... კალაძის სიდედრი თითქმის მილიონნახევრიან ქონებას ყიდულობს და ამიტომ სდებს ბრალს ოპოზიცია - საიდან სიდედრს ამდენი ფული... კალაძე ძალიან დიდ ფულს შოულობს თბილისელების ხარჯზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ბიძინაშვილი.

“ქართულ ოცნებაში” ივანიშვილის საახლობლოს აქვს ყველა სფერო განაწილებული. გარშემო ჰყავს მინი-ოლიგარქები, ზოგი რკინიგზაშია, ზოგი პორტის ამბებშია ჩართული. მაგალითად, პორტი ჩხარტიშვილისაა, რკინიგზა მამაცაშვილის, ივანიშვილის ძმა სპირტის ბიზნესშია და ღვინის ექსპორტიდან შემოსულ თანხებს კურირებს. ყველა ამ ადამიანს აქვს თავისი ინტერესესი და ამ ინტერესების გაფართოებისთვის მიდის ხოლმე შიდა დაპირისპირებები “ოცნებაში”, თუმცა ყველაფერი ზედაპირზე დევს და არ იმალება. თუნდაც ეს ბოლოდროინდელი დაპირისპირება ავიღოთ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გარშემო”, - განაგრძობს სამოქალაქო აქტივისტი.

"გახარიას თურნავასთან ჰქონდა სერიოზული უთანხმოება, მაგრამ, უბრალოდ, არ გადააყენებინეს - გახარიას არავინ ჰკითხავს, ზევით ბიძინასგან რა დავალებაც მოდის, ისე უნდა გაკეთდეს. თურნავამ გამოაცხადა, რომ მილიარდის ოდენობის სახელმწიფო ქონების პრივატიზება უნდა მომხდარიყო და ბრძოლა გაიმართა იმისთვის, ვინ დაეპატრონებოდა ამ ქონებას. სწორედ ამიტომ სურდათ თურნავას გადაყენება, რაზეც ოლიგარქმა, მათ შორის ჩხარტიშვილის დიდი მეცადინეობით, უარი თქვა და არ გადააყენა - ამ ფულს ალბათ ისევ ის კლანი წაიღებს, რომელიც კურირებდა თურნავას”, - დაასკვნის ბიძინაშვილი და შეკითხვაზე - “ანუ, გახარია დამარცხდა?” - პასუხობს:

“დიახ, ასეა. გახარია ერთი ხელით წაახალისეს და დანიშნეს პრემიერად, მაგრამ არ მისცეს საშუალება თავისი კადრებით დაეკომპლექტებინა მთავრობა. თუნდაც ძალოვნებს გადავხედოთ, აქ არის ივანიშვილის კლანი გამაგრებული, ეკონომიკის სამინისტრო ჩხარტიშვილის კლანისაა. გახარიას არ მისცემენ გაძლიერების საშუალებას, რადგან ივანიშვილს არ სურს ძლიერი ფიგურები მთავრობაში. ის არავის აძლიერებს, მას არ უყვარს გავლენიანი ფიგურები გარშემო - მისი სურვილია ყველა თავად მართოს და ასე აკეთებს”.

“ოცნებას სახე საერთოდ აღარ აქვს. ეს სახე საბოლოოდ 20 ივნისს დაკარგეს. საერთოდ ჩამოშლილია ეს ხალხი, უბრალოდ, რამენაირად უნდა მიბობღდნენ არჩევნებამდე. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების გზით მოხდეს ამ ხალხის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. იმედი მაქვს ეყოფატ ჭკუა და არ დაიწყებენ ხე;ების ფათუესა და არცევნების გაყალბებას, თორემ ძალიამ მწვავე პასუხს მიირებენ ქართველი ხალხისაგან”, - დასძენს დიმიტრი ბიძინაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო