თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს გურამიშვილის გამზირზე მისულმა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განუცხადა.

როგორც ილია ელოშვილი განმარტავს, მას შემდეგ, რაც კორპუსის მდგრადობაზე ლაბორატორია დასკვნას გასცემს, მცხოვრებლებს საკუთარი ნივთების აღება შეეძლებათ.

„დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ერთი მძიმედაა. რაც შეეხება მცხოვრებლებს, 77 ოჯახია ამ კორპუსში, ყველა ევაკურიებულია, გამგეობა მზადაა, დაჯავშნილია სასტუმროები, რომ დაუყოვნებლივ გაიყვანონ, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს. სამმა ოჯახმა უკვე გამოთქვა სურვილი და გადაყვანილია სასტუმროებში. რაც შეეხება შენობას, ჩვენი ლაბორატორიის მიერ მდგარდობაზე შემოწმება მიმდინარეობს. ამ პროცესში ასევე ჩაერთვება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. იმედი მაქვს, დღის ბოლომდე მოსახლეობას ვაცნობებთ, იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა აფეთქებამ შენობის კონსტრუქციულ მდგარდობაზე და შესაბამისად, ვიმოქმედებთ. როგორც კი ლაბორატორია იტყვის, რომ უსაფრთხოა ამ კორპუსში როგორც შესვლა, ასევე ცხოვრება, ამ შემთხვევაში მოხდება მცხოვრებლების დაშვება იმისთვის, რომ ან პირადი ნივთები გამოიტანონ, ან გააგრძელონ ცხოვრება“, - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე განცხადებით, აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანი მოსახლეობას აუნაზღაურდება.

„ვცდილობთ, რომ დღის ბოლომდე მაქსიმალურად გვქონდეს სურათი, რამდენად უსაფრთხოა შენობა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, გამგებობა მობილიზებულია და ყველა დაზარალებულს ექნება საშუალება, რომ დროებით სასტუმროებში გადავიდნენ. რაც შეეხება სამომავლოდ, ყველასთვის იქნება დახმარება აღმოჩენილი და ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, ანაზღაურებული იქნება. აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა, ასევე გავლენა იქონია წინა სახლზე, ძირითადად, ქვედა სართულებია დაზიანებული“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია