სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნა“. საზეიმო მიღებაზე მოწვეულები იყვნენ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები, პარტნიორები, მედიის და ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

სტუმრებს მრვალაფეროვანი მუსიკალური პროგრამა, შთამბეჭდავი შოუ, საერთაშორისო და ასევე ქართული ტრადიციული კულინარიული კუთხეები და უამრავი საინტერესო სიურპრიზი დახვდათ.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ს გუნდმა საიუბილეო დღეს, 10, 000 ლარის ოდენობის ფულადი დონაცია განახორციელა ფონდში „პირველი ნაბიჯი“, რომელიც უკვე წლებია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უდგას მხარში.

ხუთვარსკვლავიანი პრემიუმ სასტუმრო ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და „რადისონის სასტუმროების ჯგუფის“ მართვის ქვეშ უკვე წლებია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. 10 წლის განმავლობაში სასტუმრომ უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდო დაიმსახურა ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში. ასევე, შეიტანა საკამოდ დიდი წვლილი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით კი, თბილისის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად.

რაც შეეხება თავად ისტორიულ სასტუმროს „ივერია“, ის ჯერ კიდევ 1967 წელს აშენდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიუმ სასტუმროდ ითვლებოდა. 1992 წელს „ივერია“, ომის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირების თავშესაფრად იქცა. მოგვიანებით კომპანია „სილქროუდ ჯგუფის“ მიერ სასტუმროს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და უკვე 2009 წელს გაიხსნა, როგორც პრემიუმ კლასის ბიზნეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ვერია“.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ 249 პრემიუმ კლასის ოთახს, 2 საერთაშორისო დონის რესტორანს იტალიურ „ფილინი“-ს და აზიურ „უმამი“-ს აერთიანებს. სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ ეწვიონ „ოქსიჯენ ბარს“, რომელიც მე-18 სართულზე მდებარეობს და თბილისის ულამაზესი ხედებით დატკბნენ. საქმიანი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია „სერფეის“ ბარი. სასტუმრო ასევე მოიცავს „ან სემონე“-ს პრემიუმ კლასის სპას, ღია და დახრულ აუზებს და ღონისძიებების სივრცეებს, რომელთა საერთო მოცულობა 830 კვ.მ-ს შეადგენს.

„რადისონ ბლუ ივერია“ ყოველწლიურად იმსახურებს Safe Hotel Aliance- ის ოფიციალურ სერტიფიკატს და არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაცული სასტუმრო მსოფლიოში. 10 წლის მანძილზე სასტუმრომ არაერთ უმაღლესი დონის ღონისძიებას და საპატიო სტუმარს უმასპინძლა.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს