ანრი ოხანაშვილი - მარჩიელობას თავი დავანებოთ, ხაზარაძემ წარადგინოს ე.წ. წერილი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

მარჩიელობას დავანებოთ თავი, წარადგინოს ე.წ. წერილი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის საზოგადოებრივი მოძრაობა “ ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის მიერ “მუქარის წერილის” გასაჯაროების საკითხს გამოეხმაურა. ოხანაშვილის თქმით, წერილის წარდგენის შემდეგ სამართალდამცველი ორგანოების ვალდებულებაა არსებულ შეკითხვებს პასუხი გასცენ.

“წარადგინოს ე.წ. 120 ანაბეჭდიანი წერილი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც შეეხება კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოებს, მათი ვალდებულებაა, კანონის შესაბამისად იმოქმედონ, დაიცან ყველა სამართლებრივი პროცედურა და გასცენ დასმულ შეკითხვას პასუხი. დაველოდოთ პროცესს, ჯერ წარადგინოს და შემდგომ მოვითხოვოთ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატები „მუქარის წერილის“ დედანს პროკურატურას დღეს გადასცემენ. მანამდე, ადვოკატები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია პრესკონფერენციაზე „მუქარის წერილის“ დედანს მედიას გააცნობენ. პრესკონფერენცია „ზვიად კორძაძის საადვოკატო“ ბიუროში 12:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა