ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმეზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას საქმეზე საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საკუთარ შუამდგომლობაში თეიმურაზ ჩოჩუასთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, საიდანაც 3 წელი ჩოჩუამ პენიტენციურ დაწესებულებაშუ უნდა გაატაროს, 4 წელი კი პირობით სასჯელში ჩაეთვლება.

გასულ სხდომაზე, თეიმურაზ ჩოჩუამ ბრალი აღიარა. ამას გარდა, მან მამხილებელი ჩვენება მისცა წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ივანეიშვილის წინააღმდეგ. თავად ივანეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. შესაბამისად, ის უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. გამოძიებისვე ცნობით, თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს