ევროპის საბჭო ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერას უცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლობა, სააგენტოს უფროსის რევაზ ჩარკვიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა. შეხვედრები ევროპის საბჭოში, ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სადამკვირვებლო კომიტეტის ყოველწლიური სხდომის მუშაობის პროცესში, რომელზეც დელეგატების ხმათა სრული უმრავლესობით, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ქრისტინე კაპანაძე ამავე კომიტეტის სამმართველო ბიუროს წევრად აირჩიეს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სადამკვირვებლო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოში შემდეგი სახის ღონისძიებები განხორციელდება: 27-29 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდიუმის ფარგლებში, ახალგაზრდული საქმიანობის შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება; ევროპის საბჭოს „50/50 ტრენინგ კურსი“ - რაც ითვალისწინებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელების 5-დღიან სასწავლო ვიზიტს სტრასბურგში თემაზე - მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება. სასწავლო პროგრამა ევროპის საბჭოს მხრიდან დაფინასდება 20 000 ევროს ოდენობით.

„პროექტს განახორციელებს ახალგაზრდობის სააგენტო, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოსთან ერთად; ექსპერტთა მისია - ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრება, რომელიც სააგენტოს ახალგაზრდული ცენტრების/ახალგაზრდული სივრცეების განვითარების კონცეფციის შემუშავებაში დაეხმარება. პროექტს სრულად აფინანსებს ევროპის საბჭო (10 000 ევროს ოდენობით).

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის და ამავე სამინისტროს სსიპების: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს