საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება

ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ვინც კარიერულ განვითარებაზე ზრუნავს, დგება მომენტი, როცა ცდილობ გადახედო განვლილ გზას და გადააფასო საკუთარი შესაძლებლობები.

რესქული უძრავი ქონების პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც სწორედ მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც მეორე პროფესიული ამოსუნთქვის დროა. განურჩევლად იმისა, უძრავ ქონებაში გამოცდილი ხარ, თუ ნულიდან გსურს ამ ინდუსტრიაში ფეხის მოკიდება, რესქული შესაძლებლობების გაფართოებას და კარიერული განვითარების დაჩქარებას გპირდება.

რესქულში პროფესიული სწავლება ადგილობრივად მოქმედი მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. რესქულის კურსის დასრულებით, თავისუფლად შეძლებ უძრავი ქონების სექტორში მიმდინარე ტრანზაქციებსა და პროცესებში გარკვევას.

პირველი კურსი, რომელიც რესქულში ნოემბრიდან დაიწყება, უძრავი ქონების შეფასებას შეეხება. კურსი თეორიას+პრაკტიკის ფორმატით ჩატარდება. მისი მიზანია ტრენერების მრავალწლიანი ცოდნის გაზიარება და ქართული ბაზრისთვის ტიპიური მაგალითების გამოყენებით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. სწორედ ამიტომ, რესქულის ტრენერები Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ექსპერტები არიან, რომელთაც ამავე სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათი უმეტესობა სერტიფიცირებული შემფასებლების სამეფო ინსტიტუტის (RICS) წევრია, რომელიც 1868 წელს ბრიტანეთში დაფუძნდა და დღეს მსოფლიოს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციას წარმოადგენს უძრავი ქონების სფეროში.

ასე რომ, გადაიაზრეთ ყველა ეტაპი - განიახლეთ გონება, გამოიკვლიეთ შესაძლებლობები, გააკეთეთ ახალი აღმოჩენები, კიდევ ერთხელ სცადეთ და იმოქმედეთ!

რესქულში მიღება უკვე დაიწყო, უძრავი ქონების შეფასების კურსი ნოემბერში აიღებს სტარტს და 4 თვეს გასტანს. დააჩქარეთ თქვენი კარიერული წარმატება.

https://www.reschool.ge

join@reschool.ge

+995322111277

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა