ამერიკელი კონგრესმენი - საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას განამტკიცებს

„ამ კანონპროექტის მიღება ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ბრენდან ბოილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებას.

მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც მსოფლიოს მწვავე რეგიონში სტრატეგიულ დატვირთვას იძენს.

„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია თავის პრიორიტეტად გამოაცხადა, და როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენელი, მე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“ -წერს ამერიკელი კონგრესმენი და დასძენს, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხოლო 70 % - ნატოში წევრობას.

ბრენდან ბოილი 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კრემლი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას დეზინფორმაციული კამპანიებითა და კიბერ-თავდასხმებით განაგრძობს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კი საქართველოს ამ საფრთხეების აღმოფხვრასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დაეხმარება. ბევრი ქართველი ამერიკელი ფილადელფიას თავის სამშობლოდ თვლის და უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ამაყი ვარ, რომ კონგრესში ამ ადამიანებს წარმოვადგენ და, სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერს საქართველოს მხარდამჭერ აქტს“ - წერს ამერიკელი კონგრემენი თავის Facebook გვერდზე.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს