ნუგზარ სხირტლაძე აცხადებს, რომ სექსუალური უმცირესობების პარტნიორობის აღიარებას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის საზოგადოება არ არის მზად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუგზარ სხირტლაძე აცხადებს, რომ სექსუალური უმცირესობების პარტნიორობის აღიარებას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის საზოგადოება არ არის მზად. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელის, გიორგი მშვენიერაძის კითხვის პასუხად განაცხადა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაინტერესდა, უჭერს თუ არა მხარს კანდიდატი ამ ადამიანების თანასწორობას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არა ქორწინებით, არამედ პარტნიორობის აღიარებით.

„პირადად მე ვუჭერ, მაგრამ ისიც მესმის, რომ თავისუფალი შეფასების კონცეფციის ფარგლებში, (ევროპული სასამართლოს სტანდარტი) საზოგადოება არ არის მზად. ავსტრიის მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ ერთსქესიან პირთა ქორწინება სწორად არის აკრძალული, ვინაიდან საზოგადოება არ არის მზად, ხოლო იტალიის მაგალითზე, იგივე პრობლემატიკაზე უნდა ვთქვა, რომ შეთანხმება საზოგადოებაში ამ საკითხზე არსებობს და უნდა მოხდეს მათი რეგისტრაცია,“- განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, ქორწინებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი ძალიან მკაცრია და ამ მხრივ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გასათვალისწინებელია.

„ძალიან მკაცრი ჩანაწერია, ქორწინების დეფინიცია ძალიან მკაცრია. გასათვალისწინებელია და ყურადღება გასამახვილებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე, რომ სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მოახდინოს ე.წ. შუალედური, პარტნიორული ურთიერთობების შემოღება. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ეს ესტონეთს აქვს შემოღებული,“- განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ნუგზარ სხირტლაძე აცხადებს, რომ  სექსუალური უმცირესობების პარტნიორობის აღიარებას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის საზოგადოება არ არის მზად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნუგზარ სხირტლაძე აცხადებს, რომ სექსუალური უმცირესობების პარტნიორობის აღიარებას მხარს უჭერს, თუმცა ამისთვის საზოგადოება არ არის მზად. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელის, გიორგი მშვენიერაძის კითხვის პასუხად განაცხადა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაინტერესდა, უჭერს თუ არა მხარს კანდიდატი ამ ადამიანების თანასწორობას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, არა ქორწინებით, არამედ პარტნიორობის აღიარებით.

„პირადად მე ვუჭერ, მაგრამ ისიც მესმის, რომ თავისუფალი შეფასების კონცეფციის ფარგლებში, (ევროპული სასამართლოს სტანდარტი) საზოგადოება არ არის მზად. ავსტრიის მაგალითზე მინდა ვთქვა, რომ ერთსქესიან პირთა ქორწინება სწორად არის აკრძალული, ვინაიდან საზოგადოება არ არის მზად, ხოლო იტალიის მაგალითზე, იგივე პრობლემატიკაზე უნდა ვთქვა, რომ შეთანხმება საზოგადოებაში ამ საკითხზე არსებობს და უნდა მოხდეს მათი რეგისტრაცია,“- განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში, ქორწინებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი ძალიან მკაცრია და ამ მხრივ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გასათვალისწინებელია.

„ძალიან მკაცრი ჩანაწერია, ქორწინების დეფინიცია ძალიან მკაცრია. გასათვალისწინებელია და ყურადღება გასამახვილებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე, რომ სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მოახდინოს ე.წ. შუალედური, პარტნიორული ურთიერთობების შემოღება. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ეს ესტონეთს აქვს შემოღებული,“- განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი