აუქციონი თხილის შეძენაზე მომავალი კვირიდან დაიწყება

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის. შემდეგი კვირიდან, წინასწარ განსაზღვრულ დღეებში თხილის მწარმოებელთა ფეისბუქ გვერდზე 12- დან 3 საათამდე ექსპორტიორები და ქარხნები თხილის შესყიდვის ონლაინ პროცესში ჩაერთვებიან. ასოციაცია პროექტს კოორდინირებას ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე გაუწევს. პოექტის მიზანი, ფერმერებისთვის ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებაა -შემსყიდველისთვის კი, საუკეთესო თხილის მიღება.

ასოციაცია ფერმერებს თხილის რეალიზებაში ამ დრომდეც ეხმარებოდა, აწარმოებდა მოლაპარაკებებს ქარხნებთან და შემსყიდველებთან, თუმცა ახლა უკვე თხილის რეალიზების პროექტი თავისი წესებითა და პირობებით ამოქმედდება. ასოციაცია ყოველდღიურად შეაგროვებს მეთხილე ფერმირებისგან აუქციონზე გასატან თხილს, გაყიდული თხილის ღირებულების 100 % კი, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე სრულად გადაეცემა ფერმერს.

პირველ ეტაპზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელები ფერმერთა ლიდერებს და ქარხნების წარმომადგენლებს შეხვდნენ, გააცნეს პირობები და მათთან ხელშეკრულებები დადეს. აუქციონი ყოველდღიურია და მასში მონაწილეობა ყველა ქარხანას და ფერმერს შეუძლია.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი