ანა დოლიძე - მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა და მას იუსტიციის საბჭოში ანგარიში არც ერთხელ არ წარუდგენია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის მიერ ინიცირებული საკითხი, რომელიც იუსტიციის საბჭოს სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის მისვლას და ანგარიშის წარდგენას ეხებოდა, კენჭისყრაზე არ დააყენა.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლიდან არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და მას აქამდე ანგარიში საბჭოს მიმართ არც ერთხელ არ წარუდგენია.

„ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ადვოკატი წუხს იმაზე, რომ საქმეთა განხილვის დაგვიანება და გადაწყვეტილებების გამოტანის დაგვიანება უკვე ჩვეულებრივ ტრადიცია გახდა ჩვენს სასამართლოებში. ეს მეც შემეხო. მოგეხსენებათ, თითქმის ერთი წელია ყველა ვადის დარღვევით სააპელაციო სასამართლოში არ ინიშნება ჩემი საქმის განხილვა დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ. კანონი ავალდებულებს სასამართლოს თავმჯდომარეებს წელიწადში ერთხელ მაინც სტატისტიკური მოხსენება წარმოუდგინონ იუსტიციის საბჭოს საქმეების მიმდინარეობის შესახებ, ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რამდენი საქმეა შესული, რამდენზე გვიანდება განხილვა, რამდენზე დროზე წარიმართება",- განაცხადა დოლიძემ.

როგორც სხდომაზე საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა,"გასაგებია, რატომ არის ამორჩეული მიხეილ ჩინჩალაძე და ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის".

„ეს არის საკითხი საკითხისთვის და იმისათვის, რომ პოლიტიკური საქმიანობის ჭრილში მეტი ყურადღება მიიქციოს ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა. ასე რომ, საკითხი ამოწურულია და კენჭისყრაზეც კი ვერ ვაყენებ, რადგან პროექტიც არ ახლავს", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს