„ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება

ეჭვიც არ მეპარება, ეკატერინე ტიკარაძემ ძალიან კარგად იცის მინისტრი რომ არის. ემახსოვრება აბა რა?! ჯადოსნურ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა,- ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ მინისტრია.

მისივე შეფასებით, მან არაკომპეტენტურობა ამ მოკლე დროში კიდევ ერთხელ გამოავლინა.

„ქალბატონო მინისტრო, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სამ-სამი თვით რომ უჩერებთ დახმარებას და შიმშილისთვის იმეტებთ, არ კითხულობთ რითი უნდა იარსებონ მათ? ნახევარი მილიონი ადამიანი საარსებო შემწეობით რომ არსებობს, შემთხვევით „ქართული ოცნების" ხელისუფლების ბრალი ხომ არაა?! 4 წლის ანასტასია დედას, რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ გიფიქრიათ ამაზე? რამდენ ბავშვს ტოვებთ ასე თვეობით? ვინც ბაღში დადის მათ კიდევ "გაუმართლათ", მხოლოდ უვახშმოდ დაიძინებენ. მაგრამ რა ქნან სკოლის მოსწავლეებმა? განსაკუთრებით იმათ, ვინც, არც უფასო სასადილოს სიაში არიან. ვინც უფასო სასადილოს სიაში მოხვდა, ის ერთ ულუფას მიიღებს, დღეში 1,30 თეთრად გამზადებულს. ერთხელ მაინც მიბრძანდით ქალბატონო მინისტრო და გასინჯეთ უფასო სასადილოს საჭმელი, საკუთარ შვილს თუ გაიმეტებდით ასეთი კვებისთვის? არ გეკადრებათ?! არ გეხებათ?! აბა რა გეხებათ?“-აღნიშნა, თეონა ჭალიძემ.

მისივე განმარტებით, "ახალი საქართველოს" სოციალური სამსახური, ვისაც აბსურდული მიზეზებით შეუჩერეს საარსებო შემწეობა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით ოჯახს გაესაუბრა.

„ესაა სრულიად უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და სოციალური დაცვა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ შეეცვალათ ეს არაადამიანური და არაჰუმანური მიდგომა და ოჯახებს გადამოწმებების პერიოდში არ შეუჩერონ დახმარება. მხოლოდ მაშინ შეუწყვიტონ მათ დახმარება, როცა გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამა თუ იმ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. კედევ ერთხელ მოვითხოვთ შეცვალეთ ეს მავნე პრაქტიკა", -განაცხადა, თეონა ჭალიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო