23 წლის მერიკო სისაურის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის წარმომადგენლობის ორგანიზებით საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საქველმოქმედო საღამოში ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და საკრებულოს სხვა წევრები ესწრებოდნენ. გიორგი დოხტურიშვილის თქმით, მერიკო სისაურს ვოლფრამის სინდრომის ურთულესი ფორმა აქვს და საფრანგეთში ტრანსპორტირებას საჭიროებს. მისი განმარტებით, 23 წლის გოგონა დაავადებას წლებია ებრძვის და ახლა საზოგადეობის დახმარება სჭირდება.

„სამწუხაროდ, მერიკოს ვოლფრამის სინდრომის ძალიან რთული ფორმა აქვს. ის არის სოციალურად დაუცველი, აფხაზეთიდან დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახიდან და მათ არ აქვთ საშუალება, რომ მერიკოს საფრანგეთში ტრანსპორტირება მოხდეს. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ აქციის ჩატარება. შეგროვებული თანხა, მის ანგარიშზე გადაირიცხება და იგი შეძლებს საფრანგეთში გამგზავრებას. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქველმოქმედო საღამოში ჩართულ თითოეულ ადამიანს. იმედი მაქვს, რომ ფრანგი ექიმები მის დახმარებას შეძლებენ ",- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს