ბაჩო ახალაია - თუ აქამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა

როგორც არ უნდა ჟღერდეს, თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

„როცა დრო დადგა, საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემგან გარკვეულ კითხვებზე პასუხს ითხოვდა, ჩავთვალე, რომ ეს პასუხები მქონდა და უნდა გამეცა კიდეც. სწორი იყო კიდეც, როგორც კითხვების დასმა, ასევე პასუხების გაცემაც. სულ სხვა საკითხია ის, რომ სინამდვილეში არავის, არანაირ კითხვაზე არანაირი პასუხი არ აინტერესებდა, ამიტომაც ყველაფერმა მახინჯი ფორმა მიიღო. ასე რომ, თავის დროზე ჩემი მხრიდან სასამართლოს წინაშე წარდგომა იმ პირობებშიც კი, როცა გამართლების უფლება ჩამორთმეული აღმომაჩნდა, ერთადერთი რამით იყო განპირობებული - ოდესღაც, როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, თუნდაც, ასეთი მახინჯი ფორმით მეპასუხა საკუთარი ვალდებულებებისთვის ქვეყნის წინაშე. როგორც არ უნდა ჟღერდეს, თუ მანამდე რუსულ ტანკს მივიჩნევდი საკუთარ გამოწვევად, დადგა მომენტი, როცა ის „ქართული ოცნების“ ციხემ ჩაანაცვლა. სულ ეს არის და ეს. ასე რომ, ციხიდან გამოსვლით, ოდესღაც აღებული პასუხისმგებლობის ისტორიის ეს ნაწილი სრულდება, რაც ბუნებრივია, ავტომატურად არასდროს ნიშნავდა შემდეგ ნაბიჯს საჯარო პოლიტიკაში, მითუმეტეს, არასდროს გულისხმობდა მომავალში რაიმე ჰიპოთეტური სარგებლის პოტინს. ასეთი იყო წლების წინ სამყაროს ჩემეული აღქმა და ასეთად რჩება ის ჩემთვის დღემდე“, - აცხადებს ახალაია.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს