დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საკომიტეტო განხილვა დაიწყო

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საკომიტეტო განხილვები დაიწყო. საკითხი დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განიხილეს. კომიტეტის წევრებს ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მიაწოდა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და ის ძირითადად ეყრდნობა ასოცირების ხელშეკრულების დებულებებს და გამომდინარეობს იმ აუცილებლობიდან, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ არ დარჩეს გარკვეული ვაკუუმი საქართველოსთან ურთიერთობის მიმართულებით. ეს არის ყოვლისმომცველი შეთანხმება და მოიცავს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ განზომილებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველომ დროულად დაასრულოს ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის საჭირო პროცედურები,"- განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას 21 ოქტომბერს, ლონდონში მოეწერა ხელი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს