ლევან გოგიჩაიშვილი - მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში - ეს არის სამარცხვინო! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო!

მინდა, ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში - ეს არის სამარცხვინო, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტის წევრებს აზარტული თამაშების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდა.

„მე უბრალოდ, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში ავტომობილი, 2019 წლის „პორშე“ მოიგო. როგორც მან გათამაშების წამყვანებს უთხრა, მას გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას