ვანო ჩხაიძე - წყალტუბოს აღორძინების პროექტი კარგია, მაგრამ...

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, საინვესტიციო კომპანია „ვანო და კომპანია“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვანო ჩხაიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკვლებლივ ყველა 22 სასტუმრო, 9 აბანო, და განახორციელოს მათი რეაბილიტაცია. იმავდროულად ივანიშვილმა საჯაროდ შესთავაზა ქართულ ბიზნესპროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე - დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა, ხოლო დასრულების შემდეგ - ექსპლატაციაში ჩაბარება, - გაასხვისოს ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომ მათ გააგრძელონ წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება.

ამავდროულად, ივანიშვილი გამოთქვამს მზადყოფნას დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადასცეს ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯით მას სურს ერთი მხრივ, მისცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მისცეს სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

ეკონომიკური თვალსაზრისით, თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ინიციატივას და იმ პირობებს, რომლითაც ის ქართულ ბიზნესს სთავაზობს წყალტუბოს აღორძინების პროექტში მონაწილობას?

- სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ ივანიშვილს ამჯერად გაასმაგებული მონდომებით და პასუხისმგებლობით, ცოტათი ალბათ შეშინებულსაც, მართლა სურს ხალხის თვალში თავისი უკვე საკმაოდ შელახული იმიჯის მოკლე ვადაში არსებითად გამოსწორება და რამე ღირსეული პროექტის არა მხოლოდ დაპირება, მისი სამაგალითო განხორციელებაც. სამწუხაროდ, წყალტუბოსთან დაკავშირებით ივანიშვილის გადაწყვეტილება, ვფიქრობ მისი იმიჯის რამე ფორმით რეაბილიტაციის იმედს ვერანაირად იძლევა. უფრო შესაძლოა, პირიქით.

შესაძლოა, ერთხელაც კიდევ კვლავ მწარედ დადასტურდეს, რომ ქვეყნისთვისაც და მისთვისვე ფინანსურად, პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, საზიანოდ, უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილოდ ცდება.

წყალტუბოსთან დაკავშირებით ივანიშვილის გადაწყვეტილება, ვფიქრობ მისი იმიჯის რამე ფორმით რეაბილიტაციის იმედს ვერანაირად იძლევა. უფრო შესაძლოა, პირიქით

საქვეყნო და უფრო ფართო მასშტაბის მართლაც სასიქადულო პროექტები ერთეულთა და მით უმეტეს სახელმწიფო დაფინანსებით საუკეთესოდ არ და ვერ კეთდება.

უდიდესია საბჭოთა სტილის კორუფციის და ე.წ. „ფულის გათეთრების“ რისკები. სსრკ-საც კი თავისი ცენტრალიზებული სახსრებით არ შეეძლო ე.წ. „საკავშირო მნიშვნელობის“ ობიექტების მსოფლიოში საამაყოდ წარმოჩენა. - როგორც ვხდები, იდეას კი მიესალმებით, მაგრამ მისი რეალიზაცი, ანუ ივანიშვილის მიერ ჩამოყალბებულ წინადადებებს მაინც კრიტიკულად აფასებთ.

თქვენთვის, როგორც ეკონომიკურ საკითხებში ჩახედული ადამიანისთვის, ივანიშვილის წინადადებებში რა იწვევს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მიუღებლობას თუ ბუნდოვანებას?

გითხრა სიმართლე, ჩემთვის როგორც ამ სფეროში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანისთვის თითქოს ყველაფერი მოსაწონი და გასაგებია, თუმცა, ქველმოქმედების ასეთი ფორმა, თან ბიზნეზმენების, ანუ ჩვენი საზოგადოების მეტ-ნაკლებად მდიდარი ადამიანების მიმართ, მაინც გაუგებარია...

- ჩემი აზრით, ჩვენს რეალობაში, როცა ძირითად მოსახლეობას ფინანსურად ასე მწვავედ უჭირს, საერთაშორისო დონეზეც მიმზიდველი და მაღალპერსპექტიული პროექტების საფუძვლის ჩაყრისას, თავიდანვე ასე გამომწვევად მოსახლეობისა და პროექტში მონაწილეობის მსურველთა შესაძლო მასობრივი მონაწილეობა არ უნდა იგნორირდებოდეს.

ნებისმიერ მართლა კარგ პროექტში, ვთქვათ ერთი რომელიმე ათმილიონიანი ინვესტორის მოძიებას და მოზიდვას, შინაური იქნება თუ უცხო, ყველანაირად ჯობს მილიონი ათდოლარიანი ინვესტორის მოზიდვა საკუთარი მოსახლეობის სახით. რიგითი პენსიონერებიც კი დააბანდებენ თავიანთ მწირ დანაზოგებს საუკეთესო პროექტებში, რომელიც ბანკზე მეტ სარგებელს უქადის მათ. აღარაფერს ვამბობ უკეთეს, მაგრამ ოდნავ უფრო ძნელად გასაგებ, უკვე საკმაოდ ცნობილ, ათასობით მოქალაქის მიერ მხარდაჭერილ პეტიციაზე „გახდი მესაკუთრე“. გარდა შიდა პოლიტიკური მდგრადობის და პასუხისმგებლობის გაძლიერებისა, ერთ ინვესტორს თუნდაც იმიტომ ჯობია მილიონი თუ არა, ათეულ ათასობით საკუთარი მოქალაქე აქციონერი, რომ თითოეული „ექსპერტია“, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებას თავისი ჯიბიდან ამოღებული, აწეული ფულიანი ხელით იღებს.

გარდა შიდა პოლიტიკური მდგრადობის და პასუხისმგებლობის გაძლიერებისა, ერთ ინვესტორს თუნდაც იმიტომ ჯობს მილიონი თუ არა, ათეულ ათასობით საკუთარი მოქალაქე აქციონერი, რომ თითოეული „ექსპერტია“, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებას თავისი ჯიბიდან ამოღებული, აწეული ფულიანი ხელით იღებს

ე.წ. წონასწორულ ფასს ენდობიან მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ინვესტორები და იოლდება ინტეგრაცია საერთაშორისო ბირჟებზე. მხოლოდ ასე იქმნება მაღალი რეპუტაციის პორტფელური ინვესტიციების მოზიდვის საფუძვლები, რაც დღემდე ასე საოცნებოდ და მიუწვდომლად გამოიყურება არა მარტო ჩვენთან, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

- ამ თემებზე სასაუბროდ თქვენთან დაკავშირება იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ თქვენ სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობთ სახელმწიფო ქონების მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემის აუცილებლობაზე.

რადგან თქვენ ამ საკითხებზე ბევრი გაქვთ ნაფიქრი, თქვენი აზრით, წყალტუბოს აღორძინებისათვის, სავარაუდოდ, რა ფორმები იქნებოდა იმაზე ბევრად გასაგები და ეფექტური, ვიდრე ეს ივანიშვილის პროექტშია საუბარი?

- მხოლოდ მაღალი კაპიტალიზაცია უზრუნველყოფს მითიურ, ე.წ. „უფასო ფულს“...

ყველგან ცივილიზებულ მსოფლიოში რეალიზებული მსგავსი მასშტაბის პროექტების კაპიტალიზაცია თვითღირებულებაზე მრავალჯერ ძვირია, რამდენიმე ასეული მილიონი ან რამდენიმე მილიარდი კი არა, ბევრად მეტი, როგორც წესი მრავალი მილიარდია. პროდუქტის მაღალი ფასი და მაღალი მოგება ყველა ჯანსაღი კერძო ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, წარმატების უტყუარი ნიშანია და არა საჩოთირო ნაკლი. პირიქით, საშინელი ნაკლია, თუ ბიზნესი არასაკმაოდ რენტაბელურია და მასში ჩართვა ბუნებრივი სურვილის ნაცვლად გარკვეული ძალდატანებით ან გარანტიებით და კომპენსირებით ხდება.

საშინელი ნაკლია, თუ ბიზნესი არასაკმაოდ რენტაბელურია და მასში ჩართვა ბუნებრივი სურვილის ნაცვლად გარკვეული ძალდატანებით ან გარანტიებით დაკომპენსირებით ხდება

შესაძლოა, რიგით აქციონერს, ვთქვათ ჩვეულებრივ პენსიონერს, მაღალი ფასის გამო თავისივე პროდუქტზე ხელი საკმარისად არ მიუწვდებოდეს, მაგრამ როგორც აქციონერი დივიდენდებით და შესაძლო ბონუსებით, როგორც მოქალაქე კი მისი თუნდაც უმნიშვნელო თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის წარმატებით და ქვეყნის გაძლიერებით, ცხადია უფრო იქნება კმაყოფილი, ვიდრე ჩვენში მყარად დამკვიდრებულ უგუნურ სტილში, პროცესიდან ბოლშევიკურად გამიჯნული.

- ამას წინათ, “ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში თსუ- პროფესორმა დიმიტრი შველიძემ სევდიანა შენიშნა - "პირადად მე, როგორისტორიკოსი, ნაკლებად მახსენდება და არა მწამს ღატაკი ქვეყნების დემოკრატიისა. ჩვენ აქა ვდგავართ და სხვაგვარად ვერ ძალგვიძს."

ჩვენ არა ერთი ქართველ პოლიტიკოსისგან გვახსოვს დაპირებები დემოკრატიის მშენებლობაზე. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომგასაოცარ დემოკრატიას ავაშენებდით. ძნელი წარმოსადგენია, რომ ბატონ ბიძინას არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ღატაკ ქვეყანაში დემოკრატიის მშენელობა საკმაოდ რთული საქმეა.

თქვენი დაკვირვებით, რატომ არ დგამს ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო რესუსების ხარჯზე ქვეყნის მოქალაქეები თავს ღატაკებად არ ჩათვლიდნენ და გარკვეული კაპიტალის ფლობის პირობებში უფრო აქტიურად ჩაერთვებოდნენ ეკონომიკურ პროცესებში? - სრულიად ვეთანხმები ბატონ დიმიტრი შველიძეს და ამ თქვენი უმთავრესი კითხვის პათოსს. დღემდე, მთელს პოსტკომუნისტურ სივრცეში, ერთმა ლიდერმაც არ ისურვა და შესაბამისად, ვერც შეძლო დაენგრია ბოლშევიზმის უმთავრესი საყრდენი, -მთავრობის ხელში გადაჭარბებული კაპიტალის და შესაბამისი ძალის კონცენტრაცია. ეს რეალობაა ღატაკი მოსახლეობის უმწეო მორჩილების უმთავრესი საფუძველი და ეს მოსწონს კიდეც ყველა ახალ ხელისუფლებას, მანამ მაინც, სანამ გადადგომა არ უწევთ და ხალხს არ მიუერთდებიან.

დღემდე მთელ პოსტკომუნისტურ სივრცეში ერთმა ლიდერმაც არ ისურვა და შესაბამისად, ვერც შეძლო დაენგრია ბოლშევიზმის უმთავრესი საყრდენი - მთავრობის ხელში გადაჭარბებული კაპიტალის და შესაბამისი ძალის კონცენტრაცია

მერე კი ნანობენ, მაგრამ რაღა დროს... რომელ დემოკრატიაზე, ხალხის რომელ ძალაზე და ძალაუფლებაზეა საუბარი, როცა ეკონომიკაში გამოყენებული და გამოსაყენებელი საერთო სახალხო სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, მინიმუმ 70% ყველგან ძველებურად ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია და მას ხელისუფლება ან მათთან მუდმივად მიტმასნილი ჯიბის ბიზნესმენები განკარგავენ.

სინამდვილეში პირიქით, დამოუკიდებელი და თავისუფალი ხალხის ხელში უნდა იყოს ეკონომიკის დიდი ნაწილი, შესაბამისი ძალა და ძალაუფლება, ხელისუფლება კი ხალხის სამსახურში.

რომელ დემოკრატიაზე, ხალხის რომელ ძალაზე და ძალაუფლებაზეა საუბარი, როცა ეკონომიკაში გამოყენებული და გამოსაყენებელი საერთო სახალხო სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, მინიმუმ 70% ყველგან ძველებურად ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია და მას ხელისუფლება ან მათთან მუდმივად მიტმასნილი ჯიბის ბიზნესმენები განკარგავენ

ცარიელი თავისუფლება დემოკრატიას ვერაფრით მოიტანს თუ პოლიტიკურად თავისუფალ ხალხს შესაბამისი ეკონომიკური უზრუნველყოფა სახელმწიფომ მასობრივად და პატიოსნად, შეძლებისდაგვარად თანაბრად არ გააყოლა. დანაშაულის ტოლფასი უგუნურებაა, როცა აგერ მალე 30 წელია საუკეთესო ქვეყნებში, კერძოდ, ლამის ყველა სიკეთით დაჯილდოებულ საქართველოშიც, ხალხი მასობრივად დათრგუნულია, დღემდე წელში უმეტესობა საბჭოურ დონემდეც ვერ გაიმართა, ზოგი კი გაიმართა, მაგრამ მენტალურად ისევ საბჭოურ წარსულს მისტირის.

ცარიელი თავისუფლება დემოკრატიას ვერაფრით მოიტანს თუ პოლიტიკურად თავისუფალ ხალხს შესაბამისი ეკონომიკური უზრუნველყოფა სახელმწიფომ მასობრივად და პატიოსნად, შეძლებისდაგვარად თანაბრად არ გააყოლა

დღემდე ყოფილი „სოციალისტური ბანაკის“ ერთი ქვეყანაც კი, თუნდაც შედარებით წარმატებული და უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ჩათვლით, ვერ გახდა ლაღი და ძლიერი ხალხის ჩვეულებრივი კაპიტალისტური ქვეყანა.

არადა სულ მარტივად, ნებისმიერი, საკმარისი ნდობით აღჭურვილი ხელისუფლის მხრიდან ყოველთვის შეიძლებოდა და შეიძლება ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, დენაციონალიზაციის პატიოსანი და სწრაფი განხორციელება.

ყოველთვის შეიძლებოდა და შეიძლება დენაციონალიზაციის პატიოსანი და სწრაფი განხორციელება

- წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით ივანიშვილის ინიციატივის გამო შეგეხმიანეთ, თუმცა აშკარად საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.

ვგულისხმობ იმას, რომ იმ თემებზე მსჯელობისთვის, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი საზოგადოება ან ვერ იცლის, ან ივანიშვილსა და სააკაშვილზე საუბარი ურჩევნია.

როგორც კი წყალტუბოს აღორძინების პროექტის შესახებ გავრცელდა ივანიშვილის ინიციატივა, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მხარდამჭერებმა ეგრევე ტაში შემოკრეს. რა თქმა უნდა, იდეა, რომელიც მთელ რეგიონს გამოაცოცხლებს მისასალმებელია, მაგრამ ამ საკითხზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები რომ შეაგება ოპოზიციამ ხელისუფლებასა და ივანიშვილს, ფაქტია.

მაგალითად, რატომ გაჩერდა ეს პროექტი 2012 წელს? სააკაშვილმა ივანიშვილი პრაქტიკულად, 700-მილიონიანი ქონების უფასოდ დაპატრონებაში დაადანაშაულა. ყველაზე თვალშისაცემი კი იყო ამგვარი დამოკიდებულება - თუ მიშას აშენებული გინდოდათ, ახლა ივანიშვილის აშენებული რატომ არ გინდათ? და ასე შემდეგ.

საზოგადოებას საკმაოდ ბევრი საფიქრალი კი მიეცით, მაგრამ კიდევ თუ დაუმატებთ დამავალებთ.

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ყველაფერში ივანიშვილი-სააკაშვილის კატეგორიებით მსჯელობას ამჯობინებს?

- კითხვა - „თუ მიშას აშენებული გინდოდათ, ახლა ივანიშვილის აშენებული რატომ არ გინდათ?“ შეიძლება სარკასტულად შეტრიალდეს - „ თუ მიშას აშენებული არ გინდოდათ, ახლა ივანიშვილის აშენებული რატომ გინდათ?“

სწორი პასუხი კი ალბათ ერთია - ხალხი მათთვის გაკეთებულ კარგ საქმეს არ უკადრისობს. თუ შედარებაა, მშვენივრად ადარებს ერთმანეთს, მაგრამ ყველას მაინც თავისით თავისთვის აშენებული ურჩევნია.

მეტიც, არაა შენება და საერთოდ რეალ-ეკონომიკის უშუალოდ კეთება ხელისუფლების საქმე. უფრო ხშირად, პირიქით, ერთის დახმარებით, მეორეს აყენებს ზიანს, არაჯანსაღ და არაბუნებრივ, მისდაუნებურ ყალბ ხელოვნურ ორიენტირებს ქმნის, რაც ვატყობ მათთვის გაუაზრებელი, მძიმე შედეგების საწინდარია. თან ეს ყველაფერი საქმის რეალური მკეთებლების ხარჯზე ხდება, როგორც აღვნიშნე, ხშირად მათთვისვე საზიანოდ.

არაა შენება და საერთოდ რეალ-ეკონომიკის უშუალოდ კეთება ხელისუფლების საქმე. უფრო ხშირად, პირიქით, ერთის დახმარებით, მეორეს აყენებს ზიანს, არაჯანსაღ და არაბუნებრივ, მისდაუნებურ ყალბ ხელოვნურ ორიენტირებს ქმნის, რაც ვატყობ მათთვის გაუაზრებელი, მძიმე შედეგების საწინდარია

სახელმწიფოს მოვალეობაა შეუქმნას სამეწარმეო ინიციატივებს, რაც რაიმე უკანონობას ან ზიანის განსაკუთრებულ რისკებს არ შეიცავს, მაქსიმალურად თავისუფალი რეალიზაციის და ყოველგვარი დაძაბულობისაგან თავისუფალი, სასიამოვნო გარემო. ფაქტია, მძაფრი პოლიტიკური გულშემატივრობა ზედმეტადაც კი გვიტაცებს. ბევრად უკეთესი იქნებოდა თუ 90-იანი წლების დასაწყისიდანვე ვიზრუნებდით ხალხის ეკონომიკური თავისუფლების ფინანსურად უზრუნველყოფილი პოტენციალის განვითარებაზე.

სახელმწიფოს მოვალეობაა შეუქმნას სამეწარმეო ინიციატივებს, რაც რაიმე უკანონობას ან ზიანის განსაკუთრებულ რისკებს არ შეიცავს, მაქსიმალურად თავისუფალი რეალიზაციის და ყოველგვარი დაძაბულობისაგან თავისუფალი, სასიამოვნო გარემო

თუ დღემდე გაუგონარი სიჯიუტით სიღარიბის მაგივრად, ხალხის გამდიდრების წინააღმდეგ არ ვიმოქმედებდით და ქვეყნის სიმდიდრიდან ხალხისთვის თავისი კუთვნილ წილს პატიოსნად მივაწოდებდით.

ასე რომ გვემოქმედა, ახლა მინიმუმ 100-მდე უმდიდრესი, ერთმანეთის გამაწონასწორებელი, თანამედროვე ყაიდის მილიარდელი გვეყოლებოდა და ყოველწლიურად გიგანტურ კერძო საინვესტიციო პოტენციალსაც არ დავკარგავდით. ასე რომ მოვქცეულიყავით, დღეს განვითარების სრულიად სხვა, საამაყო საფეხურზე ვიქნებოდით.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა