ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ხელისუფლება და საზოგადოება - 2019" გაიმართა

„ხელისუფლება და საზოგადოება - 2019“ - ამ სახელწოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „ღია დიპლომატიის ასოციაციის“ სამეცნიერო ჟურნალის - „ხელისუფლება და საზოგადოება“ ინიციატივით გაიმართა.

კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„წელს, საერთაშორისო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“ მეცამეტედ ტარდება. კონფერენციას ესწრებიან გერმანიიდან და უკრაინიდან მოწვეული მკვლევრები. კონფერენცია ყოველწლიურად თავს უყრის ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს, ასევე, ბაკალავრიატის სტუდენტებსა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციიის წევრებს. მოხარული ვართ, რომ წლევანდელ კონფერენციაში გერმანიიდან ჩამოსული ოთხი ცნობილი მეცნიერი მონაწილეობს“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა კონფერენციიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტებს შორის მეგობრობისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ორმხრივი კავშირები დადებით შედეგს მოგვცემს. ხელისუფლება არსებობს საზოგადოებისთვის, საზოგადოება ვალდებულია ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა ხელისუფლება განვითარდეს. ჩვენ, როგორც უნივერსიტეტი, საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვართ. ამდენად, უნივერსიტეტის ინტელექტუალურმა პოტენციალმა ხელისუფლებას უნდა მისცეს განვითარების საშუალება", - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა შოთა დოღონაძემ სტუმრებს კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები გააცნო.

„კონფერენციის ფარგლებში ვორქ-შოფები ჩატარდა. გარდა ამისა, შედგა სექციური შეკრებები ოთხი მიმართულებით. საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის სექციებში განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რაც ძირითადად, მოიცავს ეკონომიკას, განათლებას, პოლიტიკასა და ადამიანის ჯანმრთელობას. ორი მოხსენება ეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია. კონფერენციის მასალების გაცნობისას გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე არაერთი დოკუმენტია მიღებული, საქართველოში კი ორი და ისიც არასრული კანონი გვაქვს ამ კუთხით. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ჯერ საკანონმდებლო დონეზე, შემდეგ - პრაქტიკაში. საკონფერენციო მასალებს, როგორც წესი, ვაქვეყნებთ ყოველკვარტალურ ჟურნალში „ხელისუფლება და საზოგადოება“. ასევე, მასალები ვრცელდება ინტერნეტით - „ღია დიპლომატიის ასოციაციის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, ჩვენს მოსაზრებებს შესაბამის უწყებებსაც ვუგზავნით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას“, - განაცხადა შოთა დოღონაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მეგობრულ და სამეცნიერო ურთიერთობებზე ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შტეფან ჰუტერი ესაუბრა.

„ჩვენს უნივერსიტეტს 150-წლიანი ისტორია აქვს და მიგვაჩინია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ღირსეული პარტნიორია. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის აქტიურად ხორციელდება გაცვლითი პროგრამები. ეს პროცესი ეხება როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ წრეებს. მნიშვნელოვანია, რომ გაიცემა ორმაგი დიპლომები. მოხარული ვარ შეხვედრით და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებით“, - განაცხადა პროფესორმა შტეფან ჰუტერმა.

მათივე ინფორმაციით, მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ: ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკური უნივერსიტეტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შტეფან ჰუტერი და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ვილჰემ ჰაუზერი; მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი შტეფან ლანგი და დოქტორი გოტლანდ შტაინერი; უკრაინის სამოქალაქო დაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მენეჯმენტის კათედრის დოქტორი, სახელმწიფო მართვის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ელენა პოსტუპნაია, დოქტორანტი სერგეი ვავრენიუკი და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, სახელმწიფო მართვის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსეი სტეპანენკო.

მათივე ცნობით, კონფერენციის დასასრულს, ლექცია გაიმართა, რომელზეც სექციის ხელმძღვანელებმა ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ