სოფო კილაძე - ჩემი შეფასებით, ეკლესიაზე და პატრიარქზე შტურმი მიდის - ეკლესიაზე ასეთი არეულობა და შეტევა დაუგეგმავად ვერ განხორციელდებოდა

ამ წუთში არ მაქვს ხელთ რამე კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ ჩემი შეფასებით, ეკლესიაზე და პატრიარქზე მიდის შტურმი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა, რითაც საპატრიარქოს გარშემო განვითარებული პროცესები შეაფასა.

სოფო კილაძის განცხადებით, მსგავსი “არეულობა და შეტევები ეკლესიაზე” დაუგეგმავად ვერ განხორციელდებოდა.

“ერსაც და ბერსაც იმის ძალისხმევა და სულიერი სიძლიერე უნდა ჰქონდეს, რომ პრობლემებს გავუმკლავდეთ და ეკლესია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსიტუტი ასეთ სკანდალებში არ იყოს გახვეული. არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პროცესები როგორც წესი სპონტანურად არ ხდება. ასეთი პროცესების მიღმა კონკრეტული ძალები დგანან, რომელი ძალები არის ეს, ვერ გეტყვით. შეიძლება კონკრეტული მიმართულებით ვფიქრობდე, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ გავაჟღერებ, რადგან ამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და მტკიცებულება სჭირდება. თავს შევიკვებ კონკრეტული განცხადებისგან, მაგრამ მგონია, რომ ასეთი არეულობა და შეტევები ეკლესიაზე დაუგეგმავად ვერ განხორციელდებოდა”,-განაცხადა სოფო კილაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს