სამების ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა ქადაგების შემდეგ  ილია მეორე  ტაშით და შეძახილებით "გვიყვარხარ" გააცილა

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგების დასრულების შემდეგ ემოციურად, ტაშით და სიტყვებით "გვიყვარხარ" გააცილა.

ტაძრის ეზოში პატრიარქის მხარდასაჭერად მორწმუნეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა შეკრებილი. ილია მეორემ დილიდან სამების ტაძარში მღვდელმსახურებთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს მიმართა. უწმინდესმა მოუწოდა მორწმუნეებს, გაუფრთხილდნენ სამშობლოს და ეკლესიას.

იხილეთ ვიდეო: "გვიყვარხარ! გვიყვარხარ! გვიყვარხარ!" - მრევლმა პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა