იღუმენია თამარ გამყრელიძე და მონაზონი სოსანა ბოლქვაძე აცხადებენ, რომ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მონაზვნები მეუფე გრიგოლის წირვებს არ დაესწრებიან

მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენია თამარ გამყრელიძე აღარ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი თქმით, ტაძრის წინამძღვრად დედაოებმა ერთხმად მონაზონი სოსანა ბოლქვაძე აირჩიეს.

იღუმენია თამარის თქმით, ის წავა იქ, სადაც იქნება ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

"ვტოვებ ეპარქიას, მივყვები ჩემს სულიერ მოძღვარს. მე პირადად დავტოვე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღოლობა. მე დედებს ვთხოვე, მონასტერი ჩვენი აშენებულია და არ უნდა მივატოვოთ. ის არის ჩვენი სახლი. წინამძღვარს, რომელიც მონაწილეობდა ამ უკანონო გადაწყვეტილებაში, ვერანაირად ვერ მივიღებთ. ჩემი მონასტრიდან არც ერთი მონაზონი არ მიიღებს მონაწილეობას წირვა- ლოცვაში",- ამბობს იღუმენია თამარი.

მონაზონი სოსანა ბოლქვაძის თქმით, რომელიც წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრად აირჩიეს, ამბობს, რომ მონაზვნები მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა