შსს-ს  პოლიციის ატაშე   პოლონეთის  პოლიციის პროფკავშირის თავმჯდომარემ  პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ - რაფალ იანკოვსკიმ პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისა და პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიულ კავშირთან წარმატებული თანამშრომლობისთვის გადაეცა.

მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე რაფალ იანკოვსკიმ გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.

დაჯილდოების ცერემონია ვარშავის პოლიციის კომენდატურაში, მოსტოვსკის სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა. გიორგი გამსახურდიასთან ერთად, მსგავსი ორდენებით დაჯილდოვდნენ ვარშავის პოლიციის მთავარი კომენდანტი, მისი მოადგილე, ვარშავის გარნიზონის კაპელანი, პოლონეთის რამდენიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა