მეუფე პეტრე არ აკონკრეტებს, თუ სად აპირებს წასვლას

ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) აცხადებს, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს. ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლიც (კაცია) ესწრებოდა.

კითხვაზე, მას შემდეგ დატოვებს თუ არა ის ეპარქიას, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას, მეუფე პეტრემ განცხადა, რომ ის კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება.

„სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად. ნდობით აღჭურვილი კომისია განაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“,- აღნიშნა მეუფემ.

კითხვაზე სად გეგმავს წასვლას, ყოფილმა მიტროპიტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა საქართველოში იყოს.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება მეუფე გრიგოლი (კაცია) და ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა