ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას სვეტიცხოვლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია უხელმძღვანელებს

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ფინანსისტმა ნუგზარ სამხარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კომისია შედგება ცხრა წევრისგან.

"კომისია შედგა, ეს იყო პირველი სამუაშო შეხვედრა. დაიგეგმა, თუ რა სამუშაოები განხორციელდება. კომისია ცხრაკაციანია. კომისიის წინამძღვარია არქიმანდრიტი სერაფიმე, წინამძღვარი სვეტიცხოვლის ტაძრისა. თითეულ კომისიის წევრს მოგვეცემა შესაბამისი დავალება თავმჯდომარის მხრიდან და გარკვეული ეტაპის შემდეგ მოხსენდება ეპარქიის მმართველს და საქმის კურსში იქნება მეუფე პეტრეც", - განაცადა სამხარაძემ.

ჭყონდიდის ეპარქიაში კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა ეპარქიის ინვენტარიზაცია უნდა განახორციელონ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა