მეუფე პეტრე  ითხოვს, რომ წმინდა სინოდის სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს

იმისათვის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ ატყუებდნენ საზოგადოებას და სიცრუის ტირაჟირება არ მოხდეს და გაეცეს ამას პასუხები, თავს უფლებას ვაძლევ, რომ გავაგრძელო საჯარო აქტიურობა,- განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა).

მისივე განცხადებით, სინოდის სხდომები ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.

„აი, დღეს მაგალითად გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომები იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში რომ წარიმართოს იგი, რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად, სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალია ამ კუთხით, რომ საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს, როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდნენ. რამდენიმე წლის წინ მქონდა ეს ინიციატივა, მაგრამ პატრიარქის მხრიდან ძალიან მძიმე რეაქცია იყო. ვთქვი, რომ ამის პრაქტიკა ყოფილა - კრეტის კრება, რომელიც ჩატარდა 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით, ყოფილა პირდაპირ რეჟიმში გაშუქებული, რაც ძალიან სწორად მიმაჩნია. ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, რაც ერთადერთი გამოსავალია მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის. ყველაფერი რაც დახურულია, ყველაფერი ფუჭდება და ლპება", - განაცხადა პეტრე ცაავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო