მეუფე პეტრე - თუ ვინმემ თქვა, რომ მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრება, არ არის სწორი და ის აუცილებლად დაიტუქსება

მეუფე პეტრემ ჭყონდიდის რეზიდენციიდან პირადი ნივთების ნაწილი უკვე გაიტანა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის პირველი სამუშაო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, რეზიდენციაში დარჩა პირადი ბიბლიოთეკა და მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ წიგნებს წაიღებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ სად გეგმავს ის წასვლას, ამბობს, რომ რჩება საქართველოში და რამდენიმე შემოთავაზებაც აქვს.

"ერთადერთი რაც დამრჩა, ეს არის ბიბლიოთეკა. უნდა გადავწყვიტო, რა წიგნებს წავიღებ და რას დავტოვებ. არის რამდენიმე შემოთავაზება კერძო პირებისგან, თუ სად გავჩერდები", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეუფე პეტრეს განცხადებით, " ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავი და ყოველი დღე გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ"

კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდნენ ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სასულიერო პირების ნაწილი მეუფე გრიგოლის მიერ ჩატარებულ საკვირაო წირვას, მეუფე პეტრე ამბობს,რომ ეს არ ყოფილა მათი მხრიდან პროტესტი, არამედ ისინი დაკავებული იყვნენ ეპარქიის საქმეებით.

"ეს არ იყო პროტესტი. დედაოები მსახურობდნენ. წირვის შემდეგ მასპინძლობა იყო საჭირო. მამაოებსაც თავისი ვალდებულებები ჰქონდათ. ყველა ყოველთვის ვერ ესწრება წირვას",- ამბობს მეუფე პეტრე.

თავის მხრივ, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მონაზვნების განცხადებას, რომ ისინი არ დაესწრებიან წირვას, რომელსაც მეუფე გრიგოლი აღავლენს, პეტრე ცაავა ამბობს რომ ეს არ არის სწორი.

" ეს არ არის სწორი და თუ ეს ვინმემ თქვა, აუცილებლად დაიტუქსება",- განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა