მეუფე პეტრე სასულიერო პირების ნაწილის  განცხადებებზე, რომ ის ილია მეორეს  ებრძვის - მე ვებრძვი უსამართლობას და უზნეობას და ისინი  პატრიარქს აყენებენ შეურაცხყოფას, როდესაც ამას აიგივებენ პატრიარქთან

მეუფე პეტრემ ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს (კაცია) ღირსეული ჭყონდიდლობა უსურვა. მეუფე პეტრე ეპარქიას ტოვებს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის წავა. მეუფე პეტრე არც სამომავლო გეგმებზე საუბრობს, თუმცა აღნიშნა, რომ სასულიერო ცხოვრებას გააგრძელებს.

"ზოგადად მიმაჩნია, რომ ქრისტიანული პრინციპი არის უკეთესის არჩევა. როდესაც მოვედი ეკლესიაში, აღმოვაჩინე ცათა სასუფეველი, ავირჩიე უკეთესი ღვთის მსახურება. ეკლესიაში მოსვლისთანავე მივხვდი, რომ ღვთისთვის თავის შეწირვა ანუ ბერობა იყო უკეთესი არჩევანი. ახლა ამ მოვლენების დროს, სინოდის სხდომაზეც უკეთესი ავირჩიე, ვიდრე თავის დამცირება. სიმდაბლე ადამიანს აცხოვნებს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ღისრების ხარჯზე",- განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება სასულიერი პირების ნაწილის მოსაზრებებს, რომ მეუფე პეტრე ებრძვის პატრიარქს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს: „მე ვებრძვი უსამართლობას და უზნეობას და ისინი ასევე პატრიარქს აყენებენ შეურაცხყოფას, როდესაც ამას აიგივებენ პატრიარქთან".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა