კახა კალაძე - არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად

არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. საკუთარი სახსრებით წყალტუბოს აღორძინების ინიციატივით რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა.

კალაძის თქმით, მან არ იცის უკავშირდება თუ არა წყალტუბოს პროექტი კერძო ინტერესებს, თუმცა „ფაქტი, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რეაბილიტაციის მცდელობა არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.“

„მისი სურვილია, რომ იქ არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ჩვენ გვახსოვს, წყალტუბო ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ-სარეაბილიტაციო ადგილად. თუმცა დღეს იქ არსებული მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ჩვენ ვიცით, მისი ულამაზესი შენობა-ნაგებობები რა მდგომარეობაშია, ძალიან ბევრი ფოტომასალა ვრცელდებოდა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, შესაბამისად მათი მოწესრიგება და ისე გაკეთება, რომ მისით თითოეულმა ქართველმა და ჩამოსულმა სტუმრებმა იამაყონ, მისი ჩართულობა ემსახურება მხოლოდ ამას. ვერ გეტყვით, უკავშირდება თუ არა, ეს კერძო ინტერესებს, თუმცა თვითონ ფაქტი, რომ მცდელობა არის ამ ადგილის რეაბილიტაცია განხორციელდეს და წყალტუბო ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ცენტრად და ადგილად, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, რომ ყველა კეთილი საქმე, ყველა წინგადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად. აქვთ მცდელობა მოახდინონ არასწორი ინტერპრეტაცია და შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

მაგალითად, მინდა გავიხსენო პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა პარკინგი, ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო, როდესაც თანაინვესტირების ფონდს საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა ეს კონკრეტული ადგილი იმისთვის, რომ განეხორციელებინა პროექტი - საპარკინგე სივრცე, სადაც ყველას ექნებოდა შესაძლებლობა ესარგებლა ამ პროექტით, როდესაც დასრულდებოდა და რა ამბავი ატეხა ოპოზიციამ. მას შემდეგ, ჩვენ მოვიძიეთ ქალაქში სხვადასხვა ადგილები და პირადად ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ არის პროექტები წარმოდგენილი, გაძლევთ ერთ ლარად და განახორციელეთ ინვესტიციები. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა ეს ჩვენთვის, თუმცა ვნახეთ თუ როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი და ამჟამად ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო