დავით ზალკალიანი შვედეთის სამეფოს ეწვევა

3-6 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შვედეთის სამეფოს ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებულ სტოკჰოლმის მინისტერიალში, რომელიც შვედეთის მხარის ინიციატივით იმართება.

„მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგრეო საქმეთა მინისტრები, ასევე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, ევროპული კომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი იღებენ მონაწილეობას.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის დროს, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ენ ლინდესთან; ევროკავშირის საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან; იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრთან მორგან იოჰანსონთან და თავდაცვის მინისტრთან, პიტერ ჰალთქვისტთან. ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან,” - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს