საფრანგეთში, შტორმ „ამელის“ შედეგად, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

საფრანგეთში, ათი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი შტორმი „ამელი“ გახდა, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ძლიერი ქარი და წვიმა გამოიწვია.

„ბიბისის“ ცნობით, ზოგიერთ რეგიონში, ქარის სიჩქარე 163კმ/სთ-ს აღემატებოდა.

უსაფრთხოების სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები.

ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს ერთი ასაკოვანი ქალის სამძებრო სამუშაოები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო