მეუფე პეტრე ცაავა - უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები - ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის

ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მეუფე პეტრემ „მორიგი ჭორი“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მღვდელმსახურების გაგრძელებას საბერძნეთის ეკლესიაში აპირებს.

„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი“, - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, აპირებს, თუ არა, რომ დაემორჩილოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებას, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების შემდეგ შიომღვიმეში განმწესდეს.

„მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები“, - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

იხილეთ ვიდეო: მეუფე პეტრე ცაავა - უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები - ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა